06.08.2018
სააგენტოში გრძელდება ევროკავშირის პროექტი - „თვინინგი“. პროექტის მიზანია, საქართველოში დაინერგოს სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ევროპული სისტემა.
ივლისის ბოლოს, სააგენტოში შეაჯამეს „თვინინგის“ პირველ ექვს თვეში განხორციელებული ღონისძიებები, გააანალიზეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს მომავალი 6 თვის გეგმებზე.
შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის წარმომადგენლები საქართველოს, ბრიტანეთისა და ლიეტუვის მხრიდან და მოწვეული სტუმრები: გრიგოლ კაკაურიძე, რამაზ ობოლაძე, ნუნუ მემარნიშვილი, სალომე ჭიჭინაძე, სირია პოდერი, დევიდ ბეიკერი, ნერინგა ბარონიენე, ენდი ბუკავსი, ნინო გრძელიშვილი, ნინო მუჯირი და მარიამ აბაზაძე.
ვრცლად