Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტოს სერვისები




სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები (დღგ-ს ჩათვლით)



სააგენტოს სერვისების საფასური განსაზღვრულია  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილებით №177 "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი". სერვისის მისაღებად მოგვწერეთ სააგენტოს ელ. ფოსტაზე: tacsa@moesd.gov.ge დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე facebook.com/tacsa.gov.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონით:

Tel: 234-77-13


1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის შესაბამისობის შეფასების ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ცნობის გაცემა:

  • 3 სამუშაო დღე – 20 ლარი;
  • 2 სამუშაო დღე – 40 ლარი;
  • 1 სამუშაო დღე – 80 ლარი.
2. ობიექტის რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის გაცემა: 1 სამუშაო დღე – 20 ლარი.

3. სპეციალისტის კონსულტაცია: 50 ლარი.

სპეციალისტის კონსულტაცია წარმოადგენს სააგენტოს დარგობრივი ქვედანაყოფის სპეციალისტის მიერ გაწეულ კონსულტაციას, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ობიექტებზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე ისეთი სახის ახსნა–განმარტებას, რომელიც უკავშირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოყენებით სანებართვო დოკუმენტაციის შედგენას. კონსულტაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ელ.ფოსტაზე tacsa@moesd.gov.ge უნდა გამოაგზავნოს განცხადება და კონსულტაციის გადახდის ქვითარი. 


გადასახდის ქვითარი:   
თანხის ოდენობა: 50 ლარი

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707257061
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 

განცხადება:

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  სამინისტროს  სსიპ  ტექნიკური  და  სამშენებლო  ზედამხედველობის  სააგენტოს  უფროსს  ბატონ  გიორგი გეჯაძეს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის N177 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, გამიწიოთ სპეციალისტის კონსულტაცია სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესახებ (დააკონკრეტეთ სფერო და შინაარსი). წარმოგიდგენთ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარს (50 ლარის ოდენობით).
მოქალაქე (სახელი,გვარი)
ხელმოწერა
თარიღი
ტელეფონის ნომერი


4. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა:

  • 20 სამუშაო დღე – უფასო;
  • 10 სამუშაო დღე – 200 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 300 ლარი;
  • 3 სამუშაო დღე – 450 ლარი;
  • 2 სამუშაო დღე – 600 ლარი.
5. პირის/პირების მიერ ინსპექტირების ორგანოდ ფუნქციონირებისათვის აკრედიტაციის მიღებისათვის გამიზნული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე. სწავლების ხანგრძლივობა და პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

შენიშვნა:  

- მე‐5  პუნქტში  გათვალისწინებული  სწავლება  არ  წარმოადგენს  აკრედიტაციის  მიღების  პირობას, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი  ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

- მე‐5 და მე‐6 პუნქტებში მითითებული მომსახურების გაწევისას სწავლების ხანგრძლივობა და  პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 
 


6. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე. სწავლების ხანგრძლივობა და პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

შენიშვნა: 

მე‐5 და მე‐6 პუნქტებში მითითებული მომსახურების გაწევისას სწავლების ხანგრძლივობა და  პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 

7. მშენებლობის ნებართვის გაცემა III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა:

  • 10 სამუშაო დღე – უფასო;
  • 5 სამუშაო დღე:  

        1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების  0,1 %;
        1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 1 000 ლარი;
        5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 2 000 ლარი;
        10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 2 500 ლარი;

  • 2 სამუშაო დღე:

        1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების 0,2%;

        1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი −  2 000 ლარი;
        5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 4 000 ლარი;

       
        10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 5 000 ლარი.


8.  მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება:

  • ერთი თვე – უფასო;
  • 15 სამუშაო დღე – 500 ლარი;
  • 10 სამუშაო დღე – 1000 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 2000 ლარი.
9. სამშენებლო დოკუმენტის (საპროექტო დოკუმენტები) ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:

  • 20 სამუშაო დღე – უფასო;
  • 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
  • 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6 %.
10. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება:

  • 30 სამუშაო დღე – უფასო;
  • 15 სამუშაო დღე – 300 ლარი;
  • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
11. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) გაცემა:

  • 10 სამუშაო დღე – უფასო;
  • 5 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,1 %;
  • 2 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,2 %.
12. საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებ(ებ)ის შეტანასთან დაკავშირებით მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა:

  • 20 სამუშაო დღე – უფასო;
  • 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
  • 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6%.
13. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ვადის გაგრძელება:

  • 30 სამუშაო დღე – უფასო;
  • 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
  • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
14. სამშენებლო დოკუმენტში (საპროექტო დოკუმენტაცია) დასაშვები ცვლილებების დადასტურება/შეთანხმება, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:

  • 30 სამუშაო დღე – უფასო;
  • 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
  • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge