Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

მშენებლობის ნებართვა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილების შესაბამისად.

განსაკუთრებული მნიშნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა ზოგადი წესის მიხედვით, გაიცემა სამ სტადიად:
I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (30 სამუშაო დღე)
II სტადია -  არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება (20 სამუშაო დღე).
III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა (10 სამუშაო დღე).
N257 დადგენილება, შესაბამისი მუხლების მიხედვით და დადგენილი მოთხოვნების თანახმად, ასევე ითვალისწინებს შემდეგს: მშენებლობის ნებართვის გაცემა I სტადიის გავლის გარეშე, ან/და I სტადიის 15 სამუშაო დღეში გავლით, ან/და II-III სტადიების გაერთიანებით (20 სამუშაო დღე).

განსაკუთრებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია: სააგენტოში ადგილზე (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N8, მე-4 სართული) ან/და ელ.ფოსტის საშუალებით (tacsa@moesd.gov.ge) ან/და საიტის საშუალებით. საიტის საშუალებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად დარეგისტრირდით ამავე საიტზე - tacsa.gov.ge განყოფილებაში „ელექტრონული მომსახურება“. შემდგომ ატვირთეთ დოკუმენტები განყოფილებაში - „მშენებლობის ნებართვა“. დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ. 
T: 234-00-27 - საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო საათებში დაუკავშირდით სააგენტოს - განსაკუთრებული ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველოს. (ითხოვეთ გადართვა)

თუ გსურთ, სააგენტოში მიიღოთ ფასიანი კონსულტაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით, გამოაგზავნეთ განცხადება და გადასახადის გადახდის ქვითარი ელ.ფოსტაზე tacsa@moesd.gov.ge  იხილეთ კონსულტაციის ღირებულება (მუხლი 5.3.) (იხილეთ კონსულტაციის მიღების წესი მოცემული ტექსტის ბოლოში)

მშენებლობის ნებართვის
მოსაკრებელი იხილეთ საქართველოს ოფიციალური საკანონმდებლო მაცნეს საიტზე - მუხლი 7, პუნქტი 4. (კანონის სათაურში მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ვერსია, რაც გულისხმობს კანონის საბოლოო, განახლებულ ვერსიას).

გუდაურის განაშენიანების რეგულირების გეგმა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია
იხილეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე: სარეკრეაციო ტერიტორიებზე დამტკიცებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია



------------------------------------------------- საიტზე რეგისტრაციის და ნებართვის მიღების წესები -----------------------------------------------





   

დარეგისტრირება საიტზე tacsa.gov.ge:



საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: "ელექტრონული მომსახურება" დააჭირეთ ღილაკს: რეგისტრაცია და შეავსეთ ველები:

ფიზიკური პირი: თუ ბრძანდებით ფიზიკური პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ იურიდიულ პირს - (ორგანიზაციას) არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კომანდიტური საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კორპორაცია და კოოპერატივი.
მომხმარებლის სახელი: ჩაწერეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ("ინგლისური") ასოებით, რომლითაც შეხვალთ საიტზე ყოველი შესვლისას.
პაროლი: ჩაწერეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ასოებით ან ციფრები, მინიმუმ ექვსი სიმბოლო.
გაიმეორეთ პაროლი: გაიმეორეთ იგივე პაროლი, რომ გამოირიცხოს უნებური შეცდომა.
პირადი ნომერი, სახელი, გვარი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, სახელი და გვარი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
ელ.ფოსტა: აქ მიუთითეთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც მიიღებთ ჩვენს შეტყობინებებს. ასევე, წერილს რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.

თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ორი გრაფა:
ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციის სახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა - შპს, სპს/ა.შ. და კომპანიის სახელი; ან "ამხანაგობა" და ამხანაგობის სახელი.

ტელეფონი, მობილური: ჩაწერეთ ის ნომრები, რომელზეც შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ, ხოლო მობილურზე გამოგიგზავნოთ შეტყობინება. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.  
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით - აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენი ქალაქი, აირჩიეთ წარწერა - „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ქალაქის სახელი.
მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ვეთანხმები პირობებს: დააჭირეთ ლურჯ ფრაზას: "პირობების ნახვა შეგიძლიათ აქ" - და წაიკითხეთ პირობები. მასში მოკლედ არის აღწერილი, სააგენტოს და მომხმარებელის მოვალეობები: სწორი ინფორმაციის მიწოდება , მოქმედება კანონის ფარგლებში და სხვა. პირობების წაკითხვის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ გრაფა "ვეთანხმები პირობებს".
ბოლოს დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირება
ამის შემდეგ, ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას, მიიღებთ წერილს: სათაურით noreply@economy.ge. გახსენით წერილი, დააჭირეთ ბმულს გასააქტიურებლად და რეგისტრაცია დასრულდება.
გილოცავთ! თქვენ შექმენით მომხმარებლის გვერდი საიტზე tacsa.gov.ge. ამიერიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სერვისი, რასაც სააგენტო გთავაზობთ:
·        მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დარეგისტრირება,
·        განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება,
·        სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალის გამოყენების ნებართვის მიღება
·        და სხვა.  




 I სტადია 

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება





ძირითადი დოკუმენტების წარმოდგენა საჭიროა ყველა მშენებლობისათვის. მათი შესავსები გრაფები პროგრამაში აღნიშნულია ყვითელი ძახილის ნიშნით.

I
სტადიის ძირითადი დოკუმენტები: 

წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ შაბლონი, შეავსეთ და PDF ფაილად ატვირთეთ;   იხილეთ შაბლონი 
პირადობა: განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები: პირადობის მოწმობის ასლი ორივე მხრიდან, ერთ PDf ფაილად;
საკადასტრო გეგმა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა - საჯარო რეესტრიდან;
სიტუაციური გეგმა: მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით: (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება); (დასაშვებია Google-ის რუკების, საჯარო რეესტრის რუკების, ოფიციალური აერო-ფოტოგადაღებების გამოყენებაც);
ტოპოგრაფიული გეგმა: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით, მასშტაბით: 1:500 ან 1:1000
საკადასტრო კოდი: საკადასტრო კოდი - საჯარო რეესტრიდან. თუ გაქვთ მხოლოდ ერთი კოდი, მოგვწერეთ აღნიშნული კოდი; ხოლო, თუ კოდი ბევრია, ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ჩვენი მითითებული შაბლონი;
ფოტოები: მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა - რამდენიმე სურათი სხვადასხვა რაკურსიდან, შორი და ახლო ხედები, ტერიტორიები გარშემო, ერთ  PDf  ფაილად;
ბანერი: თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ორი ფოტოსურათი - საერთო ხედი შორიდან, რომელზეც ჩანს  რომ მიწის ნაკვეთზე, თვალსაჩინო ადგილას, განთავსებულია საინფორმაციო დაფა (ბანერი) და ახლოდან - სურათზე იკითხებოდეს ბანერის წარწერები. დაფის მინიმალური ზომაა A2 ზომა. მასზე უნდა ეწეროს: შენობა-ნაგებობის მისამართი და ფუნქცია, დამკვეთის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N8, ვებ-გვერდი: tacsa.gov.ge. თუ აღნიშნული მონაცემები შეიცვალა სანებართვო დოკუმენტებში, უნდა შეიცვალოს საინფორმაციო დაფაზეც. თუ მშენებლობა დაგეგმილია განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ, დაფა უნდა განთავსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს მთავრობის N257-ე დადგენილებაში განსაკუთრებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ.  
განაცხადის შემადგენლობა: N257 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განაცხადი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ: ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი

  
(დოკუმენტები საჭიროების/კანონმდებლობის შესაბამისად, I სტადია):

კვლევა: საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა-ანალიზი: კვლევა 100 მეტრის რადიუსში (იმ დასახლებებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ დამტკიცებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია და როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს ასეთ დასახლებათა ტერიტორიების საზღვრებში) ან გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა). იხილეთ კვლევის შაბლონი  (და ატვირთეთ PDf ფორმატში)
ესკიზი: საჭიროების შემთხვევაში ესკიზური პროექტი 
მინდობილობა: წარმომადგენლის მიერ განცხადების შემთხვევაში - სათანადო რწმუნებულება;
SHP (შეიპ) ფაილი: საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის საზღვრების .SHP (შეიპ) ფაილი;
ვექტორული ფაილი: საჭიროების შემთხვევაში: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი - Zip ფაილი;
არქეოლოგიური კვლევა: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში: არქეოლოგიური კვლევის შედეგებზე წერილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან - საჭიროა III, IV და V  კლასის მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობისთვის. (კლასის მახასიათებლები იხილეთ მთავრობის N257 დადგენილებაში მშენებლობის ნებართვის შესახებ).
კულტურული დაცვის ზონის კვლევა: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები - წერილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან - საჭიროა III, IV და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მახასიათებლების მქონე  შენობა-ნაგებობისთვის. (განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მახასიათებლები იხილეთ საქართველოს მთავრობის N257-ე დადგენილებაში განსაკუთრებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ.
დამატებითი დოკუმენტაცია: საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.


განაცხადის  გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზემოთ - "განაცხადის გადაგზავნა". განაცხადი ავტომატურად დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  დღეებში ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო, უქმე დღეებში ათვლა ჩერდება.
ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.





როგორ შევავსოთ განაცხადი და ავტვირთოთ დოკუმენტები:  მ
ათი უმეტესობა უნდა იყოს PDF ფაილის სახით. 
დააჭირეთ განყოფილებას: ახალი განაცხადი --> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა  --> მშენებლობის ნებართვის მიღებაკლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის --> მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (I სტადია). გახსნილი ორი გრაფიდან აირჩიეთ სასურველი ქმედება: თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას --> ახალი მშენებლობა, თუ ახდენთ უკვე არსებული შენობის რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას --> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია.   
შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელებაამის შემდეგ, გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.   
შეწყვეტის შემთხვევაში, მანამდე ატვირთული მონაცემები შენახული დარჩება და იხილავთ განყოფილებაში განაცხადები“. 


თითოეულ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაჩნდება წარწერა: ფაილის ატვირთვა და Browse. დააჭირეთ ღილაკს Browse. გაიხსნება თქვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სია. მოძებნეთ შესაბამისი ფაილი, დააჭირეთ ორჯერ და ფაილი აიტვირთება საიტზე. შევსებული გრაფები გაფერმკრთალდება. 
თუ გინდათ, წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ სასურველ გრაფაში წითელ X ღილაკს მარჯვნივ.
დოკუმენტების ატვირთვასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში,  სააგენტო მოგაწვდით ინფორმაციას სამი სამუშაო დღის განმავლობაში.


პასუხი განაცხადზე:
თქვენს განაცხადთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“ --> დააჭირეთ კონკრეტულ განაცხადს.  ახალი ინფორმაციის შესახებ მიიღებთ მესიჯს - მობილურზე და წერილს - ელ.ფოსტაზე.  





II სტადია 


არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება




II სტადიის განაცხადის გასაკეთებლად დააჭირეთ გრაფებს: 
განყოფილება: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა -> მშენებლობის ნებართვის მიღება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის -> პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (II  და III სტადია) -> პროექტის შეთანხმება (II სტადია)

გაიხსნება შვიდი გრაფა. აირჩიეთ შესაბამისი მოქმედება:

თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას ->ახალი მშენებლობა,
თუ გსურთ არსებული შენობის დემონტაჟი, დააჭირეთ გრაფას -> დემონტაჟი.
თუ აპირებთ  დროებითი შენობის აგებას ან დამონტაჟებას, დააჭირეთ გრაფას -> დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება,
თუ ახდენთ არსებული შენობის მთლიან რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას -> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ექსტერიერს, დააჭირეთ გრაფას -> ექსტერიერის რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ მზიდ ელემენტებს, დააჭირეთ გრაფას -> მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ქსელებს, დააჭირეთ გრაფას -> ქსელების რეკონსტრუქცია.

გაიხსნება შესავსები ველები:

კატეგორიები და ქვეკატეგორიები: სიაში მოძებნეთ აღწერა, რომელიც შეესაბამება თქვენს ასაშენებელ ან სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობას. სიას ჩაუყევით მარჯვნივ არსებული „ლიფტის“ აწევა-დაწევით. (გუდაური არის სიის თავში („ო“ ქვეპუნქტი). მონიშნეთ არჩეული გრაფა.
ბრძანების ნომერი: ჩაწერეთ იმ ბრძანების ნომერი, რომლითაც დამტკიცდა I სტადია. (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები). (ბრძანების ნომერი მითითებულია მიერ ბრძანების პირველ გვერდზე, ზედა, მარცხენა კიდეში). თუ ბრძანება მიიღეთ ამ საიტის საშუალებით ელექტრონულად, ბრძანების დოკუმენტი იხილეთ თქვენი განაცხადის განყოფილებაში -„დოკუმენტები“. 
მიღებული ნებართვა ელექტრონული სახით:   თუ I სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ ამ საიტის საშუალებით, ელექტრონულად, მაშინ დატოვეთ გრაფა მონიშნული. თუ I სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ საიტის გარეშე, დოკუმენტურად, მაშინ დააჭირეთ ამ გრაფას და მონიშვნა გაქრება.
თუ არ გესაჭიროებათ I სტადიის ნებართვა, შეგიძლიათ ჩაწეროთ გრგ-ს თარიღი.
გაიხსნება დამატებითი გრაფა:
ბრძანების გაცემის თარიღი: მონიშნეთ, რომელ თარიღშია ბრძანება გამოცემული.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი და შენობა-ნაგებობის სახეობა, მაგალითად: გიორგი გიორგაძის სახლი, ან სასტუმრო „გრანდი“, ან „ნავთობ-კომპანის“ ნავთობბაზა.
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: ჩაწერეთ რისთვის არის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
მისამართი: ჩაწერეთ, რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ასეთი დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში .
გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება.
თქვენი მონაცემები შეინახება. შევსების დროებით შეწყვეტისას, უკვე შევსებული დოკუმენტები შენახული დარჩება. მონაცემები ინახება თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.
ამის შემდეგ, ავტომატურად გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.    


II სტადიის ძირითადი დოკუმენტები:

წერილობითი განცხადება: ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი და PDF ფაილად ატვირთეთ.  იხილეთ შაბლონი
საკადასტრო გეგმა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
არქიტექტორი: არქიტექტორის მონაცემები: (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი);
გენერალური გეგმა: საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბით 1:500/ 1:1000;
გენ.გეგმის ვექტორული ფაილი: საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
ფოტოები: არსებული სიტუაციის ფოტოსურათები - შორი და ახლო ხედები, ტერიტორიები გარშემო;
განმარტებითი ბარათი: განმარტებითი ბარათი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები - ობიექტის პროექტის დახასიათება, აღწერილობა და სხვა.
ჭრილები: შენობა-ნაგებობის ჭრილები;
ფასადები: შენობა-ნაგებობის ფასადები;
ფოტომონტაჟი: დასრულებული სახით წარმოდგენილი, თავის ტერიტორიაზე;
რენდერები: ფასადის ფოტოები და სხვა;
შენობის ვექტორული ფაილი: საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
კვლევა: საინჟინრო-გეოლოგური კვლევა;
კონსტრუქციული სქემა: მოიცავს:
1. განმარტებითი ბარათი;
2. მიწის ნაკვეთის გეგმა (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება);
3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართება;
5. ხედების/ფასადების სქემატური ნახაზები;
6. ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელი ჭრილები;
7. არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმა. აღნიშნული ნაწილები შესაძლებელია  წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. ნებართვის მაძიებლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
8. ტერიტორიის ფოტოებს;
9. ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
10. ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას.
კეთილმოწყობის გეგმა: არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა;

(დოკუმენტები საჭიროების მიხედვით, II სტადია):
ალბომი: არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ალბომი და რეკვიზიტები - მათ შორის, დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
განაშენიანების ვექტორული ფაილი: არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა: არსებობის შემთხვევაში, მიწის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა;
სართულების და სახურავების გეგმები: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები;
სიმაღლის სქემა: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა;
ტექნოლოგიური  სქემა: საჭიროების შემთხვევაში, ტექნოლოგიური სქემა. საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტი იყენებს ენერგორესურსს, არის ქარხანა ან ისეთი შენობა-ნაგებობა, სადაც ფუნქციონირებს ტექნოლოგიური მოწყობილობები.
ტექნოლოგური სქემა მოიცავს:
1. განმარტებით ბარათს;
2. მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსება);
3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
5. ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;
6. ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელ ჭრილებს;
7. შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
8. არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.   აღნიშნული ნაწილები შესაძლებელია  წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. დამკვეთის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:  
9. ტერიტორიის ფოტოებს;
10. ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.  
ექსპერტი: საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტობის კანდიდატის მონაცემები - შევსებული ფორმა ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“. (დააჭირეთ ბმულს) 
მომიჯნავე მესაკუთრეთა თანხმობა: საჭიროების შემთხვევაში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა თანხმობა - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში;
ძირითადი ქსელების პროექტები: საჭიროების შემთხვევაში, ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების პროექტები - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში;
საერთო ქსელების პროექტები: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტები;
სახანძრო უსაფრთხოების პროექტი: საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის პროექტი - მაგალითად, საერთო სარგებლობის შენობა-ნაგებობებზე და სხვა;
დამატებითი დოკუმენტაცია: საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია. 
განაცხადის გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზემოთ. განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება.
ვადის მიმდინარეობა შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“, სადაც  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო, უქმე დღეებში ათვლა ჩერდება.
ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა.

ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.



                                                                                            III სტადია 


                                                                             მშენებლობის ნებართვის მიღება 


თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაჩქარებული ნებართვა. პირობების გასაცნობად იხილეთ: სააგენტოს სერვისები,პუნქტი 7 - მშენებლობის ნებართვა III სტადია

მას მერე, რაც თქვენ შექმნით მომხმარებლის გვერდს ჩვენს საიტზე: tacsa.gov.ge განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება", შესაბამისი სტადიების გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა.
III სტადიის განაცხადის გასაკეთებლად დააჭირეთ გრაფებს: განყოფილებაში: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა -> მშენებლობის ნებართვის მიღება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის -> პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (II და III სტადია) -> მშენებლობის ნებართვის გაცემა (III სტადია)

გაიხსნება შვიდი გრაფა. აირჩიეთ შესაბამისი მოქმედება:  
თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას -> ახალი მშენებლობა 
თუ გსურთ არსებული შენობის დემონტაჟი, დააჭირეთ გრაფას -> დემონტაჟი
თუ აპირებთ  დროებითი შენობის აგებას ან დამონტაჟებას, დააჭირეთ გრაფას -> დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება
თუ ახდენთ არსებული შენობის მთლიან რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას -> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ექსტერიერს, დააჭირეთ გრაფას -> ექსტერიერის რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ მზიდ ელემენტებს, დააჭირეთ გრაფას -> მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ქსელებს, დააჭირეთ გრაფას -> ქსელების რეკონსტრუქცია.  

სასურველ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, გაიხსნება შესავსები ველები:  
კატეგორიები და ქვეკატეგორიები: სიაში მოძებნეთ აღწერა, რომელიც შეესაბამება თქვენს ასაშენებელ ან სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობას. (გუდაური არის სიის თავში - „ო“ ქვეპუნქტი). მონიშნეთ არჩეული გრაფა.
ბრძანების ნომერი: თუ ბრძანება მიღებული არ გაქვთ ელექტრონულად, ამავე საიტზე, დააჭირეთ და გამორთეთ ავტომატურად მონიშნული კვადრატი (ე.წ. "პტიჩკა") ამის შემდგომ ჩაწერეთ იმ ბრძანების ნომერი, რომლითაც დამტკიცებულია II სტადია (პროექტის შეთანხმება).  (ბრძანების ნომერი მითითებულია ბრძანების პირველ გვერდზე, ზედა მხარეს). გაიხსნება დამატებითი გრაფა: ბრძანების გაცემის თარიღი: მონიშნეთ, რომელ თარიღშია II სტადიის ბრძანება გამოცემული.
თუ ბრძანება მიიღეთ ამავე საიტის საშუალებით ელექტრონულად, მონიშვნა ჩართული დატოვეთ და მიუთითეთ ბრძანების ნომერი.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ იურიდიული პირის დასახელება/ფიზიკური პირის სახელი და გვარი და შენობა-ნაგებობის სახეობა, მაგალითად: გიორგი გიორგაძის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი/ სასტუმრო „გრანდი“ / „ოილ-კომპანის“ ნავთობბაზა.
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: ჩაწერეთ რისთვის არის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
მისამართი: ჩაწერეთ, რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ასეთი დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში.
გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება.
თქვენი მონაცემები შეინახება. შევსების დრეობით შეწყვეტისას უკვე შევსებული დოკუმენტები შენახული დარჩება. შენახულ მონაცემებს იხილავთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.
ყველა გრაფის შევსების შემდეგ ავტომატურად გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.  


III სტადიის დოკუმენტები:

განცხადება: წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი. მოაწერეთ ხელი და დასკანერებული სახით PDF ფაილად ატვირთეთ;   იხილეთ შაბლონი
(დოკუმენტები საჭიროების შემთხვევაში):
ამონაწერი: მიწის ნაკვეთისა და/ან შენობა-ნაგებობის სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ბრძანების ნომერი: შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები (ბრძანების ნომერი და თარიღი);
მინდობილობა: წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, მინდობილობა/რწმუნებულება - თუ თქვენ ბრძანდებით ნებართვის მაძიებლის წარმომადგენელი, ატვირთეთ თქვენი მინდობილობა/რწმუნებულება;
თანამესაკუთრის თანხმობა: არსებობის შემთხვევაში, თანამესაკუთრის თანხმობა;
საექსპერტო შეფასება: საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის სავალდებულო საექსპერტო შეფასება - პროექტის გეოლოგიურ, ან/და ტექნოლოგიურ, ან/და კონსტრუქციულ ნაწილზე; ასევე, ზოგ შემთხვევაში, არსებული შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგებზე. (N257 დადგენილების მიხედვით).
პროექტი და ვადა: მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ნებართვის მოქმედების გონივრული ვადა - (დადგენილება N257, ): მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის:
1.     სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე;
2.     N257 დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა:
3.     IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი;
4.     სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა - მ 1:200 ან 1:100;
5.     საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი;
6.     მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით;
7.     დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები;
8.     უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები;
9.     დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.
მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა აისახოს:  
10.  მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.
საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს:  
11.  სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.  
ქვითარი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - სურათი ან PDF ფაილი. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდება: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; კოდი: TRESGE22, შემოსავლის კოდი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის: 300163091 ან - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის: 300173091. დანიშნულება: ობიექტის დასახელება, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.
დამატებითი: საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.  
განაცხადის გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ. განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა.  
ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.




     
                                                                           გაერთიანებული II და III სტადია 


                                                                პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება 




აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნულია ყვითელი ძახილის ნიშნით:  

წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი;
საკადასტრო გეგმა - მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა, საჯარო რეესტრიდან: napr.gov.ge
მიწის ნაკვეთისა და/ან შენობა-ნაგებობის სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - napr.gov.ge)
არსებობის შემთხვევაში შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ალბომი და რეკვიზიტები - (გუდაურის შესახებ იხილეთ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე )
არსებობის შემთხვევაში შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ვექტორული ფაილი autocad ან archicad -ის სახით;
არქიტექტორის მონაცემები: (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია, საიდენტიფიკაციო კოდი); 
საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500/ 1:1000; 
საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი autocad ან archicad -ის სახით; (DWG/PLA ფაილი);
არსებობის შემთხვევაში, მიწის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა; 
არსებული სიტუაციის ფოტოსურათები - შორი და ახლო ხედები, ტერიტორიები გარშემო;
განმარტებითი ბარათი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები - ობიექტის პროექტის დახასიათება, აღწერილობა და სხვა;
საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები;
შენობა-ნაგებობის ჭრილები; 
შენობა-ნაგებობის ფასადები; 
საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა;
ფოტომონტაჟი - დასრულებული სახით თავის ტერიტორიაზე; 
რენდერები - ფასადის ფოტოები და სხვა; 
შენობის ვექტორი - საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი autocad ან archicad -ის სახით; (DWG/PLA ფაილი);
საინჟინრო-გეოლოგური კვლევა; კონსტრუქციული სქემა - მოიცავს:
1. განმარტებით ბარათს; 
2. მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება); 
3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას; 
5. ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს; 
6. ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელ ჭრილებს;
7. არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას. აღნიშნული ნაწილები შესაძლებელია  წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. ნებართვის მაძიებლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: 
8. ტერიტორიის ფოტოებს; 
9. ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: 
10. ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას. 
არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა; 
ექსპერტობის კანდიდატის მონაცემები - შევსებული ფორმა ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“. (დააჭირეთ ბმულს)  
საჭიროების შემთხვევაში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა თანხმობა - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში; 
საჭიროების შემთხვევაში, ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების პროექტები - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში; 
საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტები;
საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის პროექტი - მაგალითად, საერთო სარგებლობის შენობა-ნაგებობებზე და სხვა;  შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები (ბრძანების ნომერი და თარიღი);
წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, მინდობილობა/რწმუნებულება; არსებობის შემთხვევაში, თანამესაკუთრის თანხმობა; 
საექსპერტო შეფასება - საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის სავალდებულო საექსპერტო შეფასება - პროექტის გეოლოგიურ, ან/და ტექნოლოგიურ, ან/და კონსტრუქციულ ნაწილზე; ასევე, ზოგ შემთხვევაში, არსებული შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგებზე. (N257 დადგენილების მიხედვით). 
პროექტი და ვადა: მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ნებართვის მოქმედების გონივრული ვადა - (დადგენილება N 257,): მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: 
1.     სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე; 
2.     N257 დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა: 
3.     IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი; 
4.     სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა - მ 1:200 ან 1:100; 
5.     საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი; 
6.     მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით; 
7.     დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები; 
8.     უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები; 
9.     დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს. მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა აისახოს:  
10.  მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს:   
11.  სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.  
ქვითარი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - სურათი ან PDF ფაილი. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდება: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; კოდი: TRESGE22, შემოსავლის კოდი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის: 300163091 ან - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის: 300173091. დანიშნულება: ობიექტის დასახელება, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.
დამატებითი: საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.   

განაცხადის გადაგზავნაყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ. განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა.    ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სპეციალისტის კონსულტაცია:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ სააგენტოში მიიღოთ სპეციალისტის კონსულტაციაკონსულტაციის მისაღებად სააგენტოში წარმოადგინეთ საფასურის გადახდის ქვითარი და განცხადება. 

1) განცხადება:

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  სამინისტროს სსიპ  ტექნიკური  და  სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსს  ბატონ გიორგი გეჯაძეს 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის N177 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ გამიწიოთ სპეციალისტის კონსულტაცია, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესახებ. წარმოგიდგენთ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარს (50 ლარის ოდენობით).

მოქალაქე (სახელი, გვარი)
ხელმოწერა
თარიღი
ტელეფონის ნომერი



2) ქვითარისპეციალისტის კონსულტაციის გადასახადი: (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით)
გადაიხდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო  
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 707257061
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საიდენტ. კოდი 202466991
თანხის ოდენობა: 50 ლარი. 




გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge