Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი

03.07.2019

18 ივნისიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი ჩაუდგება სათავეში. ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით გიგინეიშვილი მანამდე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებას კურირებდა. „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უმნიშვნელოვანესი საჯარო უწყებაა. მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი რიგი რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვატარებთ. სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ მენეჯერთან ერთად ისინი წარმატებით დაძლევენ ახალ გამოწვევებს და ჩვენი დახმარებით, სააგენტოს თანამედროვე დასავლური ტიპის მარეგულირებელ უწყებად გარდაქმნიან, სადაც გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღება, ხოლო მისი განხორციელება გაცილებით ეფექტური იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. სააგენტოში ნათია თურნავა გაეცნო პრეზენტაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ვრცლად

...

ძალადაკარგულად გამოცხადდა ფოთში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო

30.05.2019

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. იხილეთ ბრძანებები და დანართი

ვრცლად

...

შეხვედრა მშენებლობაში შრომის უსაფრთხოების ამაღლებასთან დაკავშირებით

29.05.2019

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართა შეხვედრა სამშენებლო სფეროს კომპანიებთან. შეხვედრაზე განიხილეს უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები, საკანონმდებლო რეგულაციები, პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრას უძღვებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე მიხეილ მაღლაკელიძე.

ვრცლად

...

სააგენტოს მენეჯერებმა გაიარეს ევროკავშირის ექსპერტების ტრენინგი ლიდერობაში

05.03.2019

სააგენტოს უფროსმა - გრიგოლ კაკაურიძემ, უფროსის მოადგილემ - რამაზ ობოლაძემ და სააგენტოს სამმართველოების უფროსებმა გაიარეს ტრენინგი მართვასა და ლიდერობაში. ტრენინგი ჩაატარეს ევროკავშირის ექსპერტებმა - რიჩარდ ჰოჯმა და პოლ ტომასმა. ტრენინგი განხორციელდა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა საქართველოში დაინერგოს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.

ვრცლად

...

სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ ბაზარზე ზედამხედველობის ვორქშოფში

05.03.2019

სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ბაზარზე ზედამხედველობის ორდღიან ვორქშოფში. შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის ექსპერტები - ალექსას ზალპისი და ვირგინიას ჯუსისი. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ ლიეტუვის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემას და ევროდირექტივას წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების სფეროში, ასევე, ლიფტების ევროპულ ინდუსტრიას გლობალურ ჭრილში და ლიფტებსა და საბაგირო გზებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. ტრენინგი განხორციელდა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა საქართველოში დაინერგოს სამრეწველო და სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.

ვრცლად

...

ბაზარზე ზედამხედველობის სიღრმისეული ტრენინგი სააგენტოს თანამშრომლებისთვის

05.02.2019

გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (PTB) ორგანიზებით, მინსკში გამართული ბაზარზე ზედამხედველობის ერთკვირიანი ტრენინგი გაიარეს სააგენტოს უფროსის მოადგილემ რამაზ ობოლაძემ და ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელმა გიორგი დარჩიაშვილმა. ბელარუსის დედაქალაქში გამართულ ტრენინგზე მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: ევროკავშირის კანონმდებლობა ბაზარზე საქონლის მიმოქცევასა და მასთან დაკავშირებული საბაზრო ზედამხედველობის პროცედურების მხრივ; ბაზარზე ზედამხედველობის ზოგადი მოდელი (UNECE WP6); რისკის შეფასება ელექტრული მოწყობილობებისთვის; მოთხოვნები ბაზარზე ზედამხედველობის ინფორმაციული ტექნოლოგიებისადმი; ბაზარზე ზედამხედველობა ელექტრონულ კომერციაში; ბაზარზე ზედამხედველობის წლიური გეგმის შედგენა და საზედამხედველო ობიექტების ნიმუშების სისტემური შერჩევის მეთოდი (SLSM); ბაზარზე ზედამხედველობის სრულად განხორციელების პრაქტიკული მაგალითი, რაც ასევე, მოიცავდა ტრენინგის მონაწილეების საბოლოო გამოცდას, რის შემდეგაც, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის ბაზარზე ზედამხედველობის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგი 2018 წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის განვითარება ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში“ ფარგლებში. სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო. ბაზარზე ზედამხედველ სახელმწიფო უწყებად განსაზღვრულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge