Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ობიექტის რეგისტრაცია


T: 234-00-27 - დაუკავშირდით სააგენტოს ერთიან საკონტაქტო ხაზს, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოსთან დასაკავშირებლად.


მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს სააგენტოში არსებულ ობიექტების უწყებრივ რეესტრში და დადგენილი პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური ინსპექტირება(პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი თავი IV და მთავრობის დადგენილება N-317



მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა:
(ობიექტების ინსპექტირების შესახებ N173 დადგენილება)

  • ლიფტი, ესკალატორი, ამწე მოწყობილობა, ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება - ყოველ მესამე წელს; 
  • ატრაქციონი, საბაგირო გზა, ფუნიკულიორი, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, კარიერი, (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში) - ყოველ მეორე წელს;
  • ნავთობბაზა, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი ,  ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი - ყოველწლიურად; 
  • წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, საქვაბე დანადგარი - ყოველ მეოთხე წელს;
  • მაღარო, შახტი (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში) - ყოველ მეექვსე თვეს;

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოები:


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების უფლებამოსილება აქვთ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებმაც აკრედიტაცია მიიღეს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.

მათ მოსაძებნად,  ჩაწერეთ სასურველი სიტყვა (სფერო) საძიებო გრაფაში აკრედიტაციის ცენტრის საიტზე, განყოფილებაში "აკრედიტებულ პირთა რეესტრი". (მაგალითად: "ლიფტ", "ამწ" და ასე შემდეგ). იხილეთ აღნიშნული საიტის ბმული:

აკრედიტებულ პირთა რეესტრი



------------------------------------------------  ობიექტების  რეგისტრაცია -----------------------------------------------------------------------------


ობიექტების დასარეგისტრირებლად, ობიექტის მფლობელმა ან მფლობელის წარმომადგენელმა - უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია სააგენტოში. ასევე, შესაძლებელია, ობიექტის რეგისტრაცია ელექტრონულად, მოცემულ საიტზე.

ელექტრონულად დასარეგისტრირებლად, მომხმარებელმა უნდა გაიაროს სამი ეტაპი საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: "ელექტრონული მომსახურება": (დააჭირეთ მოცემულ ბმულს)

1 ეტაპი: მომხმარებლის ზოგადი გვერდის შექმნა.  ამის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ყველა ელექტრონული სერვისი, რასაც სააგენტო სთავაზობს: ობიექტის დარეგისტრირება, განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება და სხვა.
2 ეტაპი: მფლობელად დარეგისტრირება.
3 ეტაპი: ობიექტის დარეგისტრირება.


თქვენი ობიექტები შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, მარცხენა მხარეს შავ ზოლში: ქვედა, ბოლო სიმბოლოზე დაჭერით.
„განაცხადები“-ს განყოფილება განკუთვნილია მშენებლობის ნებართვის განაცხადებებისთვის. თუ ასეთი განაცხადი არ გაქვთ გაკეთებული, განყოფილება ცარიელი იქნება.
მომხმარებლის გვერდზე, სახელისა და გვარის ქვეშ არსებულ წარწერაზე დაჭერის შემდეგ, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი, სახელი და გვარი, ორგანიზაციის სახელი, ტელეფონის ნომრები და მისამართი. შეცვლილი მონაცემების სანახავად, გამოდით და თავიდან შედით თქვენს გვერდში.



------------------1) პირველი ეტაპი - მომხმარებლის გვერდის შექმნა-----------------------------------------------------------------------------

დააჭირეთ ღილაკს: რეგისტრაცია, საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: "ელექტრონული მომსახურება":

შეავსეთ ველები:
ფიზიკური პირი: თუ ბრძანდებით კერძო პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას - კომპანიას ან ამხანაგობას, არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კს (კომანდიტური საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება, კორპორაცია) და კოოპერატივი.
მომხმარებლის სახელი: შეარჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ ლათინური ("ინგლისური") ასოებით, რომლითაც შეხვალთ მომხმარებლის გვერდზე. ეს სახელი დაგჭირდებათ ყოველი შესვლისას. 
პაროლი: აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ასოებით ან ციფრი, მინიმუმ ექვსი სიმბოლო.
გაიმეორეთ პაროლი: გაიმეორეთ იგივე პაროლი, რომ გამოირიცხოს უნებური შეცდომა.
პირადი ნომერი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
სახელი: ჩაწერეთ თქვენი სახელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
გვარი: ჩაწერეთ თქვენი გვარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
ელ.ფოსტა: აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს და წერილს მომხმარებლის რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.
თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ორი გრაფა:
ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციის სახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა - შპს, სპს ან სხვა და კომპანიის სახელი; ან ამხანაგობა და ამხანაგობის სახელი.
ტელეფონი: ჩაწერეთ ის ტელეფონი, რომელზეც შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. 
მობილური: ჩაწერეთ მობილურის ის ნომერი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. რაც შეეხება, ობიექტის რეგისტრაციას, საკონტაქტო ნომერი თავიდან იქნება ჩასაწერი სხვა ველში (ობიექტის რეგისტრაციისას).
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ვეთანხმები პირობებს: დააჭირეთ ლურჯ ფრაზას: პირობების ნახვა შეგიძლიათ აქ - და წაიკითხეთ პირობები. მასში მოკლედა აღწერილი, რომ სააგენტოს და მომხმარებელს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება , მოქმედება კანონის ფარგლებში და სხვა. პირობების წაკითხვის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ ვეთანხმები პირობებს გრაფა.
ბოლოს დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირება
ამის შემდეგ, ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას, მიიღებთ წერილს: სათაურით noreply@economy.ge. გახსენით წერილი, დააჭირეთ ბმულს გასააქტიურებლად და რეგისტრაცია დასრულდება.
გილოცავთ! თქვენ შექმენით მომხმარებლის გვერდი საიტზე tacsa.gov.ge  ამიერიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ელექტრონული სერვისი, რასაც სააგენტო გთავაზობთ: მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დარეგისტრირება, განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალის გამოყენების ნებართვის მიღება და სხვა.


----------------- 2) მეორე ეტაპი - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელის რეგისტრაცია  -------------------------


საიტზე tacsa.gov.ge მომხმარებლის გვერდის რეგისტრაციის შემდეგ, განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება" დააჭირეთ ღილაკს: ავტორიზაცია. ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი (რეგისტრაციისას მითითებული მეტსახელი) და პაროლი.
მომხმარებლის გვერდზე შესვლის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს: ახალი განაცხადი.
მოცემული ფერადი გრაფებიდან დააჭირეთ ლურჯ გრაფას: ობიექტების უწყებრივი რეესტრი და აირჩიეთ: ობიექტის მფლობელის/უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია.

დააჭირეთ წითელ ღილაკს: ახალი

შეავსეთ ველები:
ფიზიკური პირი: თუ ბრძანდებით კერძო პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას - კომპანიას ან ამხანაგობას, არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კს (კომანდიტური საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება, კორპორაცია) და კოოპერატივი.
თუ წარმოადგენთ კოპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ველები:
ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციის სახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა - შპს, სპს ან სხვა და კომპანიის სახელი; ან ამხანაგობა და ამხანაგობის სახელი.
ორგანიზაციაში პასუხისმგებელი პირის თანამდებობა: ჩაწერეთ კოპანიის პასუხისმგებელი პირის თანამდებობა (დირექტორი და სხვა) ან „ამხანაგობის თავმჯდომარე“.
სახელი: ჩაწერეთ ზემოთ აღნიშნული, ორგანიზაციაში პასუხისმგებელი პირის სახელი.
გვარი: ჩაწერეთ ზემოთ აღნიშნული, ორგანიზაციაში პასუხისმგებელი პირის გვარი.
პირადი ნომერი: შეიყვანეთ ზემოთ აღნიშნული, ორგანიზაციაში პასუხისმგებელი პირის პირადი ნომერი.
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ფაქტობრივი მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც რეალურად მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
იურიდული მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა იურიდიულად არის რეგისტრირებული.
საკონტაქტო ტელეფონი: ჩაწერეთ მობილურის ის ნომერი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს თქვენს ობიექტებთან დაკავშირებით.
აქტიური ელ. ფოსტა: აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს თქვენს ობიექტებთან დაკავშირებით და მფლობელის რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.
ვეთანხმები: გადახედეთ შევსებულ ინფორმაციას. თუ ყველაფერი სწორია, მონიშნეთ გრაფა.
ბოლოს, დააჭირეთ ღილაკს: შენახვა

გილოცავთ! თქვენ დარეგისტრირდით როგორც ობიექტის მფლობელი, საიტზე tacsa.gov.ge


------------------------------------------     3) მესამე ეტაპი - ობიექტის რეგისტრაცია   -----------------------------------------------------------

                                                                                        
როცა შექმნით მომხმარებლის გვერდს საიტზე tacsa.gov.ge და გაივლით რეგისტრაციას, როგორც მფლობელი, ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ობიექტი. გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება" და დააჭირეთ ღილაკს: ახალი განაცხადი. გახსნილი გრაფებიდან აირჩიეთ "ობიექტების უწყებრივი რეესტრი", განყოფილება "ობიექტის რეგისტრაცია".

შეავსეთ გრაფები:

შენიშვნა! 
: თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა: წერილობითი განცხადება, ტექნიკური დოკუმენტაცია და არსებობის შემთხვევაში - ტექნიკური სერთიფიკატი. მოამზადეთ აღნიშნული დოკუმენტები და ამის შემდეგ დაიწყეთ რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ იხილეთ სიის ბოლოში.

ობიექტი: დააჭირეთ ისარს და მონიშნეთ თქვენი ობიექტი: ლიფტი ან აირსავსები სადგური და სხვა.
ობიექტის ტიპი: ეს გრაფა შესავსებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტია: ლიფტი, ესკალატორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ამწე მოწყობილობა, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობა. სხვა შემთხვევაში, დატოვეთ შეუვსებელი.
ობიექტის დასახელება: ამ გრაფაში იწერება კარიერის, შახტის და მაღაროს დასახელება. სხვა შემთხვევაში, ჩაწერეთ ობიექტის სახეობა. (ლიფტი, ამწე და სხვა).
საიდენტიფიკაციო მონაცემები: ჩაწერეთ ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები. თუ ეს ობიექტია კარიერი, მაშინ ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა.
ობიექტის მესაკუთრე: თუ ობიექტი სხვა პიროვნების/ორგანიზაცისაა, ხოლო, ექსპლუატაციას თქვენ/კომპანია/ამხანაგობა უწევს, მაშინ არ მონიშნოთ გრაფა და შეავსეთ ქვედა გრაფები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მესაკუთრესაც ეცნობოს ობიექტის რეგისტრაციის შესახებ. ხოლო, თუ ობიექტი თქვენი საკუთრებაა, მონიშნეთ გრაფა. 
ობიექტის მესაკუთრის სახელი: ჩაწერეთ ობიექტის მესაკუთრის სახელი და გვარი.
ობიექტის მესაკუთრის მისამართი: ჩაწერეთ ობიექტის მესაკუთრის მისამართი.
ობიექტის მესაკუთრის საკონტაქტო ტელეფონი: ჩაწერეთ ობიექტის მესაკუთრის მობილური, რომელზეც ის მიიღებს ინფორმაციას, რომ ობიექტი დარეგისტრირდა.
უფლებამოსილი პირი: თუ თქვენ მოქმედებთ ობიექტის მფლობელის სრული მინდობით, შეგიძლიათ არ მონიშნოთ გრაფა. თუ მონიშნავთ, ყოველი ობიექტის რეგისტრაციისას დაგჭირდებათ ერთჯერადი კოდი ობიექტის მფლობელის ცალკე გვერდიდან. ამ შემთხვევაში, მფლობელმა უნდა შექმნას მომხმარებლის გვერდი და დარეგისტრირდეს როგორც მფლობელი. შემდეგ დააჭიროს ღილაკს: რეგისტრაციის კოდები და მიღებული კოდი გაუგზავნოს თავის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: ჩაწერეთ ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
მხარე: ჩაწერეთ საქართველოს ის მხარე, სადაც მდებარეობს ობიექტი.
მუნიციპალიტეტი: ჩაწერეთ ის მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს ობიექტი.
მისამართი: ჩაწერეთ ობიექტის მდებარეობის ქალაქი, ქუჩა, შენობის ნომერი, სადარბაზო და არსებობის შემთხვევაში - საკადასტრო კოდი.
არსებობის შემთხვევაში ობიექტის მწარმოებელი / მშენებელი: არსებობის შემთხვევაში, ჩაწერეთ ობიექტის მწარმოებლის / მშენებელის სახელი და გვარი / კომპანია.
არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ: ჩაწერეთ, როდის მოხდა ავარია თქვენს ობიექტზე - წელი, თვე, რიცხვი.
არსებობის შემთხვევაში ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი: ჩაწერეთ, თუ თქვენს ობიექტს აქვს ნებართვა ან სხვა.
შენიშვნა: ამ გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვა, დამატებითი ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებით, რასაც საჭიროდ ჩათვლით.
აქტიურია: ეს გრაფა უკვე მონიშნულია და გამოტოვეთ.
წერილობითი განცხადება რეგისტრაციის შესახებ: კანონის მიხედვით, საჭიროა არსებობდეს ოფიციალური წერილი მფლობელის ხელმოწერით, სადაც დადასტურდება მისი სურვილი, რომ ობიექტი დარეგისტრირდეს.
განცხადება: 
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს ბატონ გიორგი გეჯაძეს;  ორგანიზაციის სახელი  - - -  მისამართი  - - -   ტელეფონი - - -  მეილი - - -     განცხადება:  გთხოვთ, გაატაროთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ჩვენს მფლობელობაში არსებული ობიექტი   ----    (ობიექტის დასახელება),  რომელიც მდებარეობს -------------- (მისამართი).   საკადასტრო კოდი -------- (არსებობის შემთხვევაში).  თარიღი, ხელმოწერა. დააჭირეთ გრაფას Choose File და ატვირთეთ შევსებული განცხადება. 
ტექნიკური დოკუმენტაცია: დააჭირეთ გრაფას Choose File და PDF ფორმატში ატვირთეთ ობიექტის ტექნიკური დოკუმენტაცია ერთ ფაილად. 
არსებობის შემთხვევაში ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება: არსებობის შემთხვევაში, PDF ფორმატში ატვირთეთ ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების ოქმი ან ინსპექტირების სერთიფიკატი.
ვეთანხმები: გადახედეთ გრაფებს. თუ ყველაფერი შევსებულია, მონიშნეთ გრაფა.
ბოლოს, დააჭირეთ ღილაკს:  შენახვა.


--------------------------------------------------- რეგისტრაციის განხილვა სააგენტოში ---------------------------------------------------------------

ამის  შემდეგ, სააგენტო განიხილავს განცხადებას და შესაბამისობის შემთხვევაში დაადასტურებს რეგისტრაციას. ობიექტის დოკუმენტებში გამოჩნდება სააგენტოს მიერ გამოცემული დოკუმენტი. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას: სათაურით noreply@economy.ge
ობიექტის  ცვლილებები: თუ შეიცვალა თქვენი ობიექტის მონაცემები ან შეწყვიტა ექსპლუატაცია ან აღარ განეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, შეგვატყობინეთ 10 სამუშაო დღეში, რათა ასახულ იქნას სააგენტოს რეესტრში.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გილოცავთ!  თქვენი ობიექტი დარეგისტრირდა ობიექტების უწყებრივ რეესტრში, საიტზე tacsa.gov.ge

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge