შემოწმდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები სამცხე-ჯავახეთში
10-08-2018
50-ზე მეტი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულობა შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. სისტემები შემოწმდა სამცხე-ჯავახეთში არსებულ ავტოგასამართ სადგურებსა და კომპლექსებში. გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმები და მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების გამოსასწორებლად.
ვიდეომეთვალყურეობის კამერები ხელს უწყობს, რათა ავტოგასამართ სადგურზე პერსონალისა და მომხმარებლის მიერ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და დადგენილი წესები, შესაძლებელი იყოს ტექნოლოგიური პროცესების თვალყურის დევნება და სხვა. კანონმდებლობის შესაბამისად, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.