Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

სააგენტო მონაწილეობს ზედამხედველობის დოკუმენტის შემუშავებაში

27.01.2020

შახტის, მაღაროსა და კარიერის ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს სამთომოპოვებითი ინსპექტირების სახელმძღვანელოს შემუშავება. პირველ ეტაპზე შემუშავდება რისკის შეფასების მეთოდოლოგია, ხოლო, მეორე ეტაპზე - ინსპექტირების სახელმძღვანელო. სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მირიან ბედიანიძის ხელმძღვანელობით, სააგენტოს სპეციალისტებმა განიხილეს სახელმძღვანელოს პირველადი დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით, პროექტში ჩართულ მხარეებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, პროექტი წიაღის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP – United Nations Development Programme) მხარდაჭერით მიმდინარეობს, მასში სხვადასხვა უწყებები და ევროკავშირის ექსპერტები არიან ჩართულნი.

ვრცლად

...

სააგენტო გეოინფორმაციული სისტემების XX საერთაშორისო კონფერენციაზე

17.12.2019

სააგენტოს GIS სპეციალისტმა მარიამ ნარსიამ GIS მეოცე საერთაშორისო კონფერენციაზე სააგენტოს გეოინფორმაციული სისტემების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. გეოინფორმაციულ სისტემებს სააგენტო საქმიანობაში აქტიურად იყენებს - მშენებლობის ნებართვის გაცემის, სამშენებლო ზედამხედველობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში, ასევე, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის დროს. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამშენებლო ობიექტების შესახებ სააგენტოში მოცულობითი გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა ფუნქციონირებს. ორგანიზაციებმა წარადგინეს, როგორ გამოიყენება გეოინფორმაციული სისტემები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა, უძრავი ქონება, გეოდეზია და სხვა. კონფერენციაზე თავიანთი საქმიანობის, მიღწევებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრეს როგორც კერძო სექტორის, ასევე, საჯარო უწყებების, მათ შორის, სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ვრცლად

...

ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ

15.11.2019

სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, როგორც, ეს, ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ სემინარი ჩაატარა და ხსენებულ სფეროში მოქმედ კომპანიებს ევროკავშირის კანონმდებლობა გააცნო. სემინარს ევროკავშირის ექსპერტები უძღვებოდნენ: ჯონ ლორანსი, გორდონ რობი, ალექსას ზალპუსი და იან ჰილიერი. კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად, მათ დამსწრე საზოგადოებას ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.

ვრცლად

...

ტრენინგი და საპილოტე სწავლება სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ

15.11.2019

სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟოს ეკონომიკური გაფორმების ზონების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი და საპილოტე სწავლება ჩატარდა. დამსწრეები სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის სამომავლო მოთხოვნებს გაეცნენ. ასევე, საბაჟოზე შემოსულ სათამაშოებზე პრაქტიკული სასწავლო ზედამხედველობა განახორციელეს. სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ფარგლებში, ტრენინგი და სწავლება ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს: კრისტინ ჰეიმსკოკმა, რიჩარდ სერჟანტმა, რუტა დაუსკიენემ და რამუნა რაზინსკიენემ.

ვრცლად

...

ევროკავშირთან დაძმობილების პროექტის სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

08.11.2019

სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში- „სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგები ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში, სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ და სამომავლო გეგმები. ✅ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე, პროექტის ქართული მხარის ლიდერი რატი ობოლაძე, პროექტის მუდმივი მრჩეველი ევროკავშირის მხრიდან - ენდი ბუკავსი და მისი კოლეგა ქართული მხრიდან, სააგენტოს იურისტი ნუკა მემარნიშვილი, ლიეტუვას მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნერინგა ულბაიტე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სირია პოდერი, ლალი ჩხეტია, ადა ნადარაია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნინო გრძელიშვილი და ევროკავშირის პროექტისა და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.

ვრცლად

...

სააგენტომ გუდაურის სამი საბაგირო გზა ექსპლუატაციაში მიიღო

08.11.2019

კურორტ გუდაურში მდებარე საბაგირო კომპლექსი - „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ექსპლუატაციაში მიიღო. კომპლექსი მთა ვარცლაზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ არის აშენებული. საბაგირო გზა მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის - „დოპელმაიერის“ მიერ არის წარმოებული, თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა. საბაგირო გზის სტანდარტებთან შესაბამისობა საერთაშორისო კომპანიამ - TUV-მა შეამოწმა და დაადასტურა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გუდაურის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს: თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო გუდაურში მიმდინარე მშენებლობის ნებართვებს გასცემს; ამასთან, მშენებლობის მწარმოებელ პირებს კონსულტაციებს უწევს, რათა მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი სწრაფად და კომფორტულად განხორციელდეს.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge