სააგენტოს ტელეფონი: 234-00-27
------------------1) პირველი ეტაპი - მომხმარებლის გვერდის შექმნა-----------------------------------------------------------------------------------------------------
დააჭირეთ ღილაკს: რეგისტრაცია, საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: "ელექტრონული მომსახურება" და შეავსეთ ველები:
ფიზიკური პირი: თუ ბრძანდებით კერძო პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას - კომპანიას ან ამხანაგობას, არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კს (კომანდიტური საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება, კორპორაცია) და კოოპერატივი.
მომხმარებლის სახელი: ჩაწერეთ ნებისმიერი სახელი ლათინური ("ინგლისური") ასოებით, რომლითაც შეხვალთ მომხმარებლის გვერდზე. ეს სახელი დაგჭირდებათ ყოველი შესვლისას.
პაროლი: აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ასოებით ან ციფრები, მინიმუმ ექვსი სიმბოლო.
გაიმეორეთ პაროლი: გაიმეორეთ იგივე პაროლი, რომ გამოირიცხოს უნებური შეცდომა.
პირადი ნომერი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
სახელი: ჩაწერეთ თქვენი სახელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
გვარი: ჩაწერეთ თქვენი გვარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
ელ.ფოსტა: აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს და წერილს მომხმარებლის რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. თუ წარმოადგენთ კოპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ორი გრაფა:
ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციის სახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა - შპს, სპს ან სხვა და კომპანიის სახელი; ან ამხანაგობა და ამხანაგობის სახელი.
ტელეფონი: ჩაწერეთ ის ტელეფონი, რომელზეც შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.
მობილური: ჩაწერეთ მობილურის ის ნომერი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. რაც შეეხება, ობიექტის რეგისტრაციას, საკონტაქტო ნომერი თავიდან იქნება ჩასაწერი სხვა ველში (ობიექტის რეგისტრაციისას).
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ კერძო პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ვეთანხმები პირობებს: დააჭირეთ ლურჯ ფრაზას: პირობების ნახვა შეგიძლიათ აქ - და წაიკითხეთ პირობები. მასში მოკლედა აღწერილი, რომ სააგენტოს და მომხმარებელს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება , მოქმედება კანონის ფარგლებში და სხვა. პირობების წაკითხვის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ ვეთანხმები პირობებს გრაფა.
ბოლოს დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირება
ამის შემდეგ, ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას, მიიღებთ წერილს: სათაურით noreply@economy.ge. გახსენით წერილი, დააჭირეთ ბმულს გასააქტიურებლად და რეგისტრაცია დასრულდება.
გილოცავთ! თქვენ შექმენით მომხმარებლის გვერდი საიტზე tacsa.gov.ge ამიერიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ელექტრონული სერვისი, რასაც სააგენტო გთავაზობთ: მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დარეგისტრირება, განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მიღება და სხვა.
------------------------ 2) მეორე ეტაპი - „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა” ------------------------------------------
ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაჩქარებული ნებართვა. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.
მას შემდეგ, რაც შექმნით მომხმარებლის გვერდს საიტზე tacsa.gov.ge, შეგიძლიათ მიიღოთ ნებართვა. განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება" დააჭირეთ ღილაკს: ახალი განაცხადი. გახსნილი გრაფებიდან აირჩიეთ გრაფა: „ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა“ - > „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა“. გაიხსნება შესავსები გრაფები.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ ობიექტი სადაც აპირებთ სამუშაოების წარმოებას (მაგ. შპს „კარიერი“-ს ექსპლუატაციაში მყოფი კირქვის კარიერი; თბილისი-დუშეთის საავტომობილო გზის 96-ე კმ. და ასე შემდეგ)
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: აღწერეთ, სად გსურთ გამოიყენოთ ფეთქებადი მასალები და რა მიზნით. (მაგალითად: შპს „კარიერი“-ს ექსპლუატაციაში მყოფ კირქვის კარიერზე მადნის მოპოვების მიზნით საამფეთქებლო სამუშაოების ჩასატარებლად).
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში გსურთ გამოიყენოთ ფეთქებადი მასალები . თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
ობიექტის მისამართი/მდებარეობა: რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს ან აპირებთ ფეთქებადი მასალების გამოყენებას. თუ დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში .
გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება.
თქვენი მონაცემები შეინახება. თუ დროებით შეწყვეტთ შევსებას და არ ატვირთავთ დოკუმენტებს, რაც უკვე შეავსეთ - შენახული დარჩება. შენახულ მონაცემებს იხილავთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“. ამის შემდეგ გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.
როგორ ავტვირთოთ ფაილები (დოკუმენტები): თითოეულ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაჩნდება წარწერა: ფაილის ატვირთვა და Browse. დააჭირეთ ღილაკს Browse. გაიხსნება თქვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სია. მოძებნეთ სასურველი ფაილი, დააჭირეთ ორჯერ და ფაილი აიტვირთება საიტზე. თუ გინდათ, წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ საიტზე სასურველ გრაფაში წითელ X ღილაკს მარჯვნივ. ყვითელი ძახილის ნიშნით აღნიშნული გრაფები თუ არ შეივსო, განცხადებას ვერ გამოაგზავნით. ბოლო, არა-ძახილისნიშნიანი გრაფა შესავსებია საჭიროების მიხედვით. შესაძლებელია, ყვითელი ძახილის ნიშნიანი გრაფები შეავსოთ და განცხადება იყოს გამოგზავნადი, მაგრამ ნებართვის მისაღებად საჭირო იყოს ბოლო გრაფის დოკუმენტის ატვირთვაც.
ასატვირთი ფაილები (დოკუმენტები) უნდა იყოს PDF ფორმატში:
წერილობითი განცხადება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი, ან სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;
საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოების პროექტი ან პასპორტი;
საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოების სიტუაციური გეგმა, რომელზეც აფეთქების ადგილის კოორდინატები მითითებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო კოორდინატთა სისტემა WGS 1984, UTM, Zone 38 N სისტემაში (ქართულ ენაზე, ხელმოწერილი და დამოწმებული);
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ (ქართულ ენაზე, ხელმოწერილი და დამოწმებული);
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია: (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში - წიაღით სარგებლობის ლიცენზია, ბრძანება, სამთო მინაკუთვნი და სხვა)-დაასკანერეთ და ატვირთეთ ერთ ფაილად;
დოკუმენტების შესავსებ სიაში, თქვენ მიერ შევსებული ველები გაფერმკრთალდება.
განაცხადის გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ - "განაცხადის გადაგზავნა". განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“. ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო, უქმე დღეებში ათვლა ჩერდება. განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ განყოფილებაში „დამატებითი“ თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ განაცხადის განხილვა - შესაბამისი დღეების მითითებით და დაჩქარებული მომსახურების გადახდის ქვითრის ატვირთვით. ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.