თბილისში ოთხ გაზგასამართ სადგურზე გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებულია
14-09-2018
თბილისსა და ზესტაფონში 6 გაზგასამართი სადგურის უსაფრთხოება შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. თბილისის სადგურებში წინა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები სრულად აღმოფხვრილია. სადგურები ქავთარაძის ქუჩაზე, გურამიშვილის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობენ და შემდეგ კომპანიებს ეკუთვნით: „ქროსვეი ქავთარაძე“, „ალთენი“, „თი ბი ეი“, „ფორმულა“.
ზესტაფონში, საქარხნოსა და სტაროსელსკის ქუჩებზე, კომპანია „გოგნის კარუგდებელის“ გაზგასამართი სადგურების მფლობელს დარღვევებისთვის ჯარიმა დაეკისრა და დაუდგინდა გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.