16.08.2019
მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევა და კარიერების მფლობელებს აცნობს კარიერების ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ეფექტური კამპანიის შედეგად, წლის დასაწყისიდან დღემდე რეგისტრაცია ასზე მეტმა კარიერმა გაიარა, ათეულობით მათგანმა კი ტექნიკური სერთიფიკატი მოიპოვა. ამჟამად, საინფორმაციო კამპანია თეთრიწყაროს რაიონში მიმდინარეობს.
საქართველოში წიაღისეულის მომპოვებელი ასეულობით კარიერი მოქმედებს. კარიერი, რომელიც ორი ან მეტი საფეხურით მუშავდება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს წარმოადგენს. მისი მფლობელი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, კარიერი დაარეგისტრიროს სააგენტოს უწყებრივ რეესტრში და ჩაატაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად მიღებული ტექნიკური სერთიფიკატი ნიშნავს, რომ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცულია და კარიერზე დასაქმებული ადამიანები უსაფრთხო გარემოში მუშაობენ.
ვრცლად