ტრენინგი და საპილოტე სწავლება სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ
15-11-2019
სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟოს ეკონომიკური გაფორმების ზონების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი და საპილოტე სწავლება ჩატარდა. დამსწრეები სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის სამომავლო მოთხოვნებს გაეცნენ. ასევე, საბაჟოზე შემოსულ სათამაშოებზე პრაქტიკული სასწავლო ზედამხედველობა განახორციელეს.
სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ფარგლებში, ტრენინგი და სწავლება ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს: კრისტინ ჰეიმსკოკმა, რიჩარდ სერჟანტმა, რუტა დაუსკიენემ და რამუნა რაზინსკიენემ.