საქართველოში წიაღისეულის მომპოვებელი ასეულობით კარიერი მოქმედებს. კარიერი, რომელიც ორი ან მეტი საფეხურით მუშავდება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს წარმოადგენს. მისი მფლობელი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, კარიერი დაარეგისტრიროს სააგენტოს უწყებრივ რეესტრში და ჩაატაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად მიღებული ტექნიკური სერთიფიკატი ნიშნავს, რომ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცულია და კარიერზე დასაქმებული ადამიანები უსაფრთხო გარემოში მუშაობენ.