Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

06.06.2024

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი გახლავთ ნინო ქურასბედიანი

ვრცლად

...

რა უნდა იცოდეს ლიფტის მფლობელმა

31.01.2023

ლიფტის მფლობელი (საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) ვალდებულია უზრუნველყოს: ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყოველ მესამე წელს; ლიფტის რეგისტრაცია სააგენტოს უწყებრივ რეესტრში; ლიფტის მომსახურება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ.

ვრცლად

...

EBRD-ის ტენდერი სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაქმნელად

25.11.2022

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში იგეგმება ნებართვის გაცემისა და ადმინისტრაციული პროცესების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა. EBRD აცხადებს შესყიდვას, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მოსაძიებლად.

ვრცლად

...

სააგენტოს გიორგი გეჯაძე უხელმძღვანელებს

07.07.2020

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გიორგი გეჯაძე უხელმძღვანელებს

ვრცლად

...

შეხვედრა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესახებ

27.01.2020

სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი და იურისტი ნუკა მემარნიშვილი ევროკაშირის პროექტებში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. სააგენტოს მიზანია, აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობით სააგენტოს ხელი შეეწყოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული სტრატეგიების შესრულებაში, მათ შორის, ელექტრონული მომსახურების განვითარებაში, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით «ჰოლიდეი ინ»-ში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად

...

ევროკავშირის პროექტის "თვინინგის" დახურვის ღონისძიება

27.01.2020

2020 წლის 9 იანვარს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ დახურვის ღონისძიება. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საქართველოს და კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერება, საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარება, ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. დაძმობილების პროექტმა, საქართველოს შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მიეღო ცოდნა, გამოცდილება და უნარები, მჭიდრო თანამშრომლობის გზით პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევაში. აღნიშნული პროექტი დაეხმარა ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს: • საზედამხედველო სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციებითა და მთელი რიგი ევროდირექტივებისა და რეგულაციებთან დაახლოების საშუალებით, მაგალითად: სათამაშოების, მანქანა-დანადგარების, ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და სხვა კატეგორიის პროდუქტებისთვის. • სააგენტოს ინსპექტორების ცოდნისა და უნარების ამაღლებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგების, სემინარების, საპილოტე სწავლებების და საქართველოს საზღვრებს გარეთ სასწავლო ვიზიტების საშუალებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტმა ხელი შეუწყო სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებსა, ასევე, მომხმარებლებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ცოდნის ამაღლებაში საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობით, (თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით), სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეოს დამზადებით. პროექტი 24 თვის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდებოდა. მისი ბიუჯეტი 1 500 000 ევროს შეადგენდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვას საელჩოს, პროექტის განმახორციელებელი კომპანია NI-CO-ს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge