Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

რა უნდა იცოდეს ლიფტის მფლობელმა

31-01-2023

რა უნდა იცოდეს ლიფტის მფლობელმა

ლიფტის მფლობელი (საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) ვალდებულია უზრუნველყოს:

· ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყოველ მესამე წელს;
· ლიფტის რეგისტრაცია სააგენტოს უწყებრივ რეესტრში;
· ლიფტის მომსახურება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ.


ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

დაუშვებელია ლიფტის ექსპლუატაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გარეშე. ლიფტების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკრედიტაციის ცენტრის საიტზე www.gac.gov.ge მიღებული სიიდან შეარჩევთ სასურველ ორგანიზაციას თქვენს ლიფტზე ინსპექტირების ჩასატარებლად. თუ ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდება, რომ ლიფტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, გაიცემა ტექნიკური ინსპექტირების სერტიფიკატი.


ლიფტის რეგისტრაცია

ლიფტის მფლობელმა (საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ) სააგენტოში უნდა წარმოადგინოს (ან ელ.ფოსტაზე tacsa@moesd.gov.ge  გამოაგზავნოს) განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ლიფტის მწარმოებლის და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების შემცველი დოკუმენტი (ლიფტის პასპორტის ის გვერდები, რომლებიც შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას) და არსებობის შემთხვევაში, ლიფტზე განხორციელებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მასალები.


კანონმდებლობა:

საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მე-17 მუხლის პირველი ნაწილი; მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი; 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები;

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილება, მე-9 მუხლი;

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილება, მე-2 მუხლი;

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №173 დადგენილება, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი;

„ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №446 დადგენილება.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge