Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

ტრენინგი ქიმიური საფრთხის შემცირებაზე SEVESO ევროდირექტივების შესაბამისად

21.11.2018

სახიფათო ნივთიერებებთან, მათ შორის ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხის შემცირების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდება SEVESO ევროდირექტივებს. სააგენტოს ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელმა დავით მემარნიშვილმა მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულ ტრენინგში, სადაც განხილულ იქნა SEVESO სამართლებრივი ბაზა, ვალდებულებები და SEVESO ობიექტის დოკუმენტაციის სტრუქტურიზაცია Georgian Water and Power-ის ქლორის საცავისთვის. ტრენინგი ჩეხეთის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად

...

რამაზ ობოლაძე - სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ

16.11.2018

რამაზ ობოლაძე, სააგენტოს უფროსის მოადგილე - სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ - პირდაპირი ეთერი "მაესტროზე"

ვრცლად

...

გერმანელი და ქართველი ექსპერტები ტყიბულის შახტში ვითარებას შეისწავლიან

09.11.2018

გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია. პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელსაც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც. პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას. გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.

ვრცლად

...

ბაზარზე ზედამხედველობის პროექტი „თვინინგი“ წარმატებით მიმდინარეობს

29.10.2018

სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ბოლო სამი თვის შედეგები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები და ვორქშოფები სათამაშოების და სამშენებლო პროდუქტების: არმატურის, ცემენტის, ელექტროკაბელების და პლასტმასის მილების ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით. განხორციელდა საპილოტე კლევა ცემენტისა და პლასტმასის მილების სფეროში. დაიგეგმა სააგენტოს თანამშრომლობის გაღრმავება საბაჟო დეპარტამენტთან. სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ადგილზე გაეცნენ ბაზარზე ზედამხედველობის ევროპულ გამოცდილებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს, ევროკავშირის, „თვინინგის“ პროექტის და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

ვრცლად

...

ტრენინგები ჩატარდა დაბალი ძაბვის მოწყობილობებთან დაკავშირებით

24.10.2018

სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში, სააგენტოსა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ ტრენინგებს „დაბალი ძაბვის მოწყობილობების“ ევროდირექტივის შესახებ, ასევე, გაიარეს პრაქტიკული სწავლება მოწყობილობების რისკის შეფასებასთან დაკავშირებით. სამომავლოდ, დაგეგმილია საქართველოში დაბალი ძაბვის მოწყობილობების ბაზარზე ზედამხედველობის დაწყება. ტრენინგები ჩაატარეს ევროკავშირის ექსპერტებმა - ალექსას ზალპისმა და რიჩარდ ფერიმ. „თვინინგის“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ვრცლად

...

"სამშენებელო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა გაიმართა

17.10.2018

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა შეხვედრა ცემენტის, არმატურის, ელექტროკაბელების და პლასტმასის მილების მწარმოებელ, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებთან. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა "სამშენებელო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 15 ნოემბრიდან ამოქმედდება. რეგლამენტით განისაზღვრება სამშენებლო პროდუქციის ბაზარზე განთავსების ახალი პირობები. რეგლამენტის შინაარსი მონაწილეებს გააცნო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, რამაზ ობოლაძემ. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ და ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა. მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ახალი ვალდებულებების შესახებ და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge