Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული მომსახურება

მშენებლობის ნებართვა

ყურადღება! გთხოვთ, სანებართვო განაცხადის შევსებისას გამოიყენოთ ინტერნეტ-ბრაუზერი - Mozilla Firefox (--- Google Chrome-ს ნაცვლად). მშენებლობის ნებართვის მიღების წესები იხილეთ ქვემოთ, ან გადმოიწერეთ პდფ ვერსია (დააჭირეთ ბმულს). დაწვრილებითი კონსულტაციისთვის შესაძლებელია მიმართოთ სააგენტოს სპეციალისტს. ფასიანი კონსულტაციის დასაგეგმად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: fb.com/tacsa.gov.ge


ტელ:. 599 208-268
- ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00, შესვენება: 13:00-14:00 -  დაგვირეკეთ პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში 



მშენებლობის ნებართვის მისაღებად, (მათ შორის, გუდაურის სარეაკრეაციო ტერიტორიაზე), საჭიროა:  

1) შექმნათ მომხმარებლის გვერდი ჩვენს საიტზე tacsa.gov.ge  
2) ატვირთოთ კანონით დადგენილი დოკუმენტები ნებართვის მიღების სამ სტადიაზე:  

პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; (არაუმეტეს 30 სამუშაო დღე)
მეორე სტადია - პროექტის შეთანხმება; (არაუმეტეს 20 სამუშაო დღე)
მესამე სტადია - მშენებლობის ნებართვის მიღება.  (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე). (შესაძლებელია მიიღოთ დაჩქარებული მომსახურება. იხილეთ: სააგენტოს სერვისები)

სააგენტო განიხილავს დოკუმენტებს და მოგაწვდით  ინფორმაციას მათთან დაკავშირებით. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას ელექტრონული სახით. მის ნახვას შეძლებთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში - „განაცხადები“.  

ქვემოთ დაწვრილებით არის ახსნილი ყველა პროცედურა. გისურვებთ წარმატებებს!  

     

-------------------------------------------- ინსტრუქცია: მომხმარებლის შიდა გვერდი ----------------------------------------------------------------------------



განაცხადები: ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ თქვენ მიერ დაწერილი განაცხადები მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ, მათ შორის, ნაწილობრივ შეუვსებელიც. წითლად ანთებული ნიშანი აღნიშნავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებზეც სააგენტოში მიმდინარეობს ოფიციალური წარმოება ან დაიწყეთ შევსება და ჯერ არ გადაგიგზავნიათ სააგენტოსთვის. წითელ ღილაკზე „ახალი“- დაჭერით, შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი განაცხადის შევსება.

განაცხადის დოკუმენტების დახარვეზების შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებებს: წერილს ელ.ფოსტაზე და მესიჯს მობილურზე. დახარვეზებული დოკუმენტების ნახვას და თავიდან ატვირთვას შეძლებთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა". ხოლო, განაცხადის "დოკუმენტების" განყოფილებაში ნახავთ სააგენტოს წერილს ხარვეზთან დაკავშირებით "შუალედური წერილი".

არაუმეტეს 15 კალენდარული  დღე გეძლევათ ხარვეზის გამოსასწორებლად. ვადის ათვლა იწყება დახარვეზებიდან მეორე დღეს. 

„მომხმარებელი“ - სახელისა და გვარის ქვეშ არსებულ წარწერაზე - "მომხმარებელზე" დაჭერით, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი, სახელი და გვარი, ორგანიზაციის სახელი, ტელეფონის ნომრები და მისამართი. შეცვლილი მონაცემების სანახავად, გამოდით და თავიდან შედით თქვენს გვერდში.





----------- 1) მომხმარებლის გვერდის შექმნა - საიტზე tacsa.gov.ge     ---------------------------------------------------------------------------------------



საიტზე tacsa.gov.ge, განყოფილებაში: "ელექტრონული მომსახურება" დააჭირეთ ღილაკს: რეგისტრაცია და შეავსეთ ველები:

ფიზიკური პირი: თუ ბრძანდებით ფიზიკური პირი, მონიშნეთ გრაფა. თუ წარმოადგენთ იურიდიულ პირს - (ორგანიზაციას) არ მონიშნოთ. ორგანიზაციაში იგულისხმება: ბინათმესაკუთრეთა ან ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, ინდ.მეწარმე, შპს, სპს, კს (კომანდიტური საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება, კორპორაცია) და კოოპერატივი.
მომხმარებლის სახელი: შეარჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, რომლითაც შეხვალთ მომხმარებლის გვერდზე. ეს სახელი დაგჭირდებათ ყოველი შესვლისას. რაც შეეხება, მომხმარებლის შიდა გვერდს, იქ თქვენი რეალური სახელი და გვარი გამოჩნდება.
პაროლი: აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა ლათინური ასოებით ან ციფრი, მინიმუმ ექვსი სიმბოლო.
გაიმეორეთ პაროლი: გაიმეორეთ იგივე პაროლი, რომ გამოირიცხოს უნებური შეცდომა.
პირადი ნომერი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
სახელი: ჩაწერეთ თქვენი სახელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
გვარი: ჩაწერეთ თქვენი გვარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენთ რომელიმე კომპანიას/ ამხანაგობას და მისი სახელით მოქმედებთ.
ელ.ფოსტა: აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ის ელექტრონული მეილი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს და წერილს მომხმარებლის რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ოფიციალური მეილი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, გაიხსნება შემდეგი ორი გრაფა:
ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: ჩაწერეთ კომპანიის/ ამხანაგობის ოფიციალური საიდენტიფიკაციო კოდი. თუ ამხანაგობას არ გააჩნია ასეთი კოდი, მიუთითეთ ამხანაგობის თავმჯდომარის პირადი ნომერი.
ორგანიზაციის სახელი: ჩაწერეთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა - შპს, სპს ან სხვა და კომპანიის სახელი; ან ამხანაგობა და ამხანაგობის სახელი.
ტელეფონი: ჩაწერეთ ის ტელეფონი, რომელზეც შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.  მობილური: ჩაწერეთ მობილურის ის ნომერი, რომელზეც გამოგიგზავნით შეტყობინებებს. თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, შეგიძლიათ მიუთითოთ ან კომპანიის ტელეფონი, ან - თქვენი პირადი. მთავარია, კომპანიამ/ ამხანაგობამ მიიღოს ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია.
ქალაქი: დააჭირეთ პატარა ისარს და ამოირჩიეთ ქალაქი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით - აირჩიეთ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ ის ქალაქი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენი ქალაქი, აირჩიეთ წარწერა - „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ქალაქის სახელი.
მისამართი: ჩაწერეთ ქუჩის სახელი და შენობის ნომერი. თუ ფიზიკური პირი ბრძანდებით - მისამართი, სადაც ცხოვრობთ. თუ წარმოადგენთ კომპანიას/ ამხანაგობას, მაშინ, ის მისამართი, სადაც მდებარეობს კომპანია (სათავო ოფისი)/ ამხანაგობა.
ვეთანხმები პირობებს: დააჭირეთ ლურჯ ფრაზას: პირობების ნახვა შეგიძლიათ აქ - და წაიკითხეთ პირობები. მასში მოკლედა აღწერილი, რომ სააგენტოს და მომხმარებელს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება , მოქმედება კანონის ფარგლებში და სხვა. პირობების წაკითხვის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ ვეთანხმები პირობებს გრაფა.

ბოლოს დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირება


ამის შემდეგ, ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას, მიიღებთ წერილს: სათაურით noreply@economy.ge. გახსენით წერილი, დააჭირეთ ბმულს გასააქტიურებლად და რეგისტრაცია დასრულდება.


გილოცავთ! თქვენ შექმენით მომხმარებლის გვერდი საიტზე tacsa.gov.ge


ამიერიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სერვისი, რასაც სააგენტო გთავაზობთ:

·        მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დარეგისტრირება,
·        განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება,
·        სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალის გამოყენების ნებართვის მიღება
·        და სხვა.  




----------------2) მშენებლობის ნებართვის მიღება - I სტადია  - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება-------------------------------

მას მერე, რაც თქვენ შექმნით მომხმარებლის გვერდს ჩვენს საიტზე: tacsa.gov.ge განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება", შეგიძლიათ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა.


დოკუმენტები: ნებართვის მიღების თითოეულ სტადიას სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტები - თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, თუ შეაგროვებთ ყველა დოკუმენტს ერთ ფოლდერში და დაარქმევთ შესაბამის სათაურებს. ამ ფოლდერიდან მარტივად ატვირთავთ ყველა დოკუმენტს საიტის შესაბამის გრაფებში. მათი უმეტესობა უნდა იყოს PDF ფაილის სახით. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა დოკუმენტები სჭირდება თითოეულ სტადიას და როგორ ატვირთოთ ისინი. დოკუმენტები მოთხოვნილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სამშენებლო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ შესაბამისად.

დოკუმენტების ატვირთვასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში,  სააგენტო მოგაწვდით ინფორმაციას სამი სამუშაო დღის განმავლობაში. თქვენს განაცხადთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.  როდესაც აღნიშნული ინფორმაციები თქვენს გვერდზე დაიდება, ამის შესახებ მიიღებთ მესიჯს მობილურზე და მეილს ელ.ფოსტაზე.  


I სტადიის განაცხადის გასაკეთებლად დააჭირეთ გრაფებს შემდეგი თანმიმდევრობით:  

განყოფილებაში: ახალი განაცხადი --> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა  --> მშენებლობის ნებართვის მიღება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის --> მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (I სტადია). გახსნილი ორი გრაფიდან აირჩიეთ სასურველი ქმედება: თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას --> ახალი მშენებლობა, თუ ახდენთ უკვე არსებული შენობის რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას --> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია.  


თუ ნებართვის მაძიებელია სამინისტრო ან სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება, დააჭირეთ შემდეგ გრაფებს: 


განყოფილება: ახალი განაცხადი --> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა  --> მშენებლობის  თაობაზე შეთანხმების მიღება სამინისტროს/ საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ --> გახსნილი გრაფებიდან აირჩიეთ სასურველი გრაფა.



ორივე შემთხვევაში, გაიხსნება შესავსები ველები:


კატეგორიები და ქვეკატეგორიები: სიაში მოძებნეთ აღწერა, რომელიც შეესაბამება თქვენს ასაშენებელ ან სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობას. სიას ბოლომდე ჩაუყევით მარჯვენა მხარეში არსებული „ლიფტის“ აწევა-დაწევის საშუალებით. (გუდაური არის სიის ბოლოში - „ო“ ქვეპუნქტი). მონიშნეთ არჩეული გრაფა.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი და შენობა-ნაგებობის სახეობა, მაგალითად: გიორგი გიორგაძის სახლი, ან სასტუმრო „გრანდი“, ან „ნავთობ-კომპანის“ ნავთობბაზა.
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: ჩაწერეთ რისთვის არის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
მისამართი: ჩაწერეთ, რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ასეთი დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში .

გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება. 
თქვენი მონაცემები შეინახება. თუ დროებით შეწყვეტთ შევსებას და არ ატვირთავთ დოკუმენტებს, რაც უკვე შეავსეთ - შენახული დარჩება. შენახულ მონაცემებს იხილავთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“. 

ამის შემდეგ გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.   


როგორ ავტვირთოთ ფაილები (დოკუმენტები):

თითოეულ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაჩნდება წარწერა: ფაილის ატვირთვა და Browse. დააჭირეთ ღილაკს Browse. გაიხსნება თქვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სია. მოძებნეთ შესაბამისი ფაილი, დააჭირეთ ორჯერ და ფაილი აიტვირთება საიტზე. თუ გინდათ, წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ სასურველ გრაფაში წითელ X ღილაკს მარჯვნივ.

ძირითადი დოკუმენტები - ყვითელი ძახილის ნიშნით აღნიშნული გრაფები თუ არ შეივსო, განცხადებას ვერ გამოაგზავნით. დანარჩენი გრაფები შესავსებია იმის მიხედვით, თუ რა დოკუმენტაცია სჭირდება თქვენს შენობა-ნაგებობას კანონის მიხედვით.  შესაძლებელია, ყვითელი ძახილის ნიშნიანი გრაფები შეავსოთ და განცხადება იყოს გამოგზავნადი, მაგრამ თქვენი კლასის შემთხვევაში, საჭირო იყოს ჩამოთვლილი სხვა არა-ძახილის ნიშნიანი დოკუმენტების ატვირთვაც.
 

ძირითადი დოკუმენტები, I სტადია:  

განცხადება: წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი. მოაწერეთ ხელი და დასკანერებული სახით PDF ფაილად ატვირთეთ;   იხილეთ შაბლონი
პირადობა: განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები: პირადობის მოწმობის ასლი ორივე მხრიდან, ერთ PDf ფაილად;
საკადასტრო გეგმა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა - საჯარო რეესტრიდან;
სიტუაციური გეგმა: მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით: (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება); (დასაშვებია Google რუკების, საჯარო რეესტრის რუკების, ოფიციალური აეროფოტოგადაღებების გამოყენებაც);
ტოპო: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით: მასშტაბით: 1:500 ან 1:1000
კოდი: საკადასტრო კოდი - საჯარო რეესტრიდან. თუ გაქვთ მხოლოდ ერთი კოდი, მოგვწერეთ აღნიშნული კოდი; ხოლო, თუ კოდი ბევრია, ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ჩვენი მითითებული შაბლონი;
ფოტოები: მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა - რამდენიმე სურათი სხვადასხვა რაკურსიდან, შორი და ახლო ხედები, ტერიტორიები გარშემო, ერთ  PDf  ფაილად;
ბანერი: თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ორი ფოტოსურათი - საერთო ხედი შორიდან, რომელზეც ჩანს  რომ მიწის ნაკვეთზე, თვალსაჩინო ადგილას, განთავსებულია საინფორმაციო დაფა (ბანერი) და ახლოდან - სურათზე იკითხებოდეს ბანერის წარწერები. დაფის მინიმალური ზომაა A2 ზომა. მასზე უნდა ეწეროს: შენობა-ნაგებობის მისამართი და ფუნქცია, დამკვეთის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო), მისამართი და, არსებობის შემთხვევაში, ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია ობიექტის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის გაცნობა. თუ აღნიშნული მონაცემები შეიცვალა სანებართვო დოკუმენტებში, უნდა შეიცვალოს საინფორმაციო დაფაზეც. თუ მშენებლობა დაგეგმილია განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ, დაფა უნდა განთავსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მშენებლობის ნებართვის შესახებ N57-ე დადგენილების მე-40 მუხლში. 
აგდ განაცხადის შემადგენლობა: N57 დადგენილების 43-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განაცხადი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ: ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები. იხილეთ  შაბლონი

დოკუმენტები საჭიროების მიხედვით, I სტადია:

კვლევა (გუდაური): საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა-ანალიზი: კვლევა 100 მეტრის რადიუსში (იმ დასახლებებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ დამტკიცებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია და როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს ასეთ დასახლებათა ტერიტორიების საზღვრებში) ან გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა). იხილეთ კვლევის შაბლონი  (და ატვირთეთ PDf ფორმატში)
ესკიზი: საჭიროების შემთხვევაში ესკიზური პროექტი (გუდაური)
მინდობილობა: წარმომადგენლის მიერ განცხადების შემთხვევაში - სათანადო რწმუნებულება;
შეიპ ფაილი: საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის საზღვრების .SHP (შეიპ) ფაილი;
ვექტორი: საჭიროების შემთხვევაში: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი - Zip ფაილი;
არქეოლოგია: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში: არქეოლოგიური კვლევის შედეგებზე წერილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან - საჭიროა III, IV და V  კლასის მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობისთვის. (კლასის მახასიათებლები იხილეთ მთავრობის N57 დადგენილებაში მშენებლობის ნებართვის შესახებ).
კულტურული დაცვის ზონის კვლევა: კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები - წერილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან - საჭიროა III, IV და V  კლასის მახასიათებლების მქონე  შენობა-ნაგებობისთვის. (კლასის მახასიათებლები იხილეთ მთავრობის  N57 დადგენილებაში მშენებლობის ნებართვის შესახებ). 
დამატებითი: საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.


დოკუმენტების შესავსებ სიაში, თქვენ მიერ შევსებული ველები გაფერმკრთალდება. 

განაცხადის  გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ - "განაცხადის გადაგზავნა". განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო, უქმე დღეებში ათვლა ჩერდება.

ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.





----------------2) მშენებლობის ნებართვის მიღება - II სტადია  - პროექტის შეთანხმება ---------------------------------------------------------------------------------------

მას მერე, რაც თქვენ შექმნით მომხმარებლის გვერდს ჩვენს საიტზე: tacsa.gov.ge განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება", შეგიძლიათ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა.


დოკუმენტები:

ნებართვის მიღების თითოეულ სტადიას სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტები - თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, თუ შეაგროვებთ ყველა დოკუმენტს ერთ ფოლდერში და დაარქმევთ შესაბამის სათაურებს. ამ ფოლდერიდან მარტივად ატვირთავთ ყველა დოკუმენტს საიტის შესაბამის გრაფებში. მათი უმეტესობა უნდა იყოს PDF ფაილის სახით. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა დოკუმენტები სჭირდება თითოეულ სტადიას და როგორ ატვირთოთ ისინი.

დოკუმენტები მოთხოვნილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სამშენებლო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ შესაბამისად. დოკუმენტების ატვირთვასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში,  სააგენტო მოგაწვდით ინფორმაციას სამი სამუშაო დღის განმავლობაში.  თქვენს განაცხადთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.  როდესაც აღნიშნული ინფორმაციები თქვენს გვერდზე დაიდება, ამის შესახებ მიიღებთ მესიჯს მობილურზე და მეილს ელ.ფოსტაზე.  

როგორ ავტვირთოთ ფაილები (დოკუმენტები):

თითოეულ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაჩნდება წარწერა: ფაილის ატვირთვა და Browse. დააჭირეთ ღილაკს Browse. გაიხსნება თქვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სია. მოძებნეთ შესაბამისი ფაილი, დააჭირეთ ორჯერ და ფაილი აიტვირთება საიტზე. თუ გინდათ, წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ სასურველ გრაფაში წითელ X ღილაკს მარჯვნივ.

ძირითადი დოკუმენტები - ყვითელი ძახილის ნიშნით აღნიშნული გრაფები თუ არ შეივსო, განცხადებას ვერ გამოაგზავნით. დანარჩენი გრაფები შესავსებია იმის მიხედვით, თუ რა დოკუმენტაცია სჭირდება თქვენს შენობა-ნაგებობას, კლასისა და კატეგორიის მიხედვით.  შესაძლებელია, ყვითელი ძახილის ნიშნიანი გრაფები შეავსოთ და განცხადება იყოს გამოგზავნადი, მაგრამ საჭირო იყოს ჩამოთვლილი სხვა არა-ძახილის ნიშნიანი დოკუმენტების ატვირთვაც თქვენს შემთხვევაში.



II სტადიის განაცხადის გასაკეთებლად დააჭირეთ გრაფებს შემდეგი თანმიმდევრობით: 


განყოფილება: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა -> მშენებლობის ნებართვის მიღება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის -> პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (II  და III სტადია) -> პროექტის შეთანხმება (II სტადია)


 თუ ნებართვის მაძიებელია სამინისტრო ან სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება, დააჭირეთ შემდეგ გრაფებს:  


განყოფილება: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა: მშენებლობის ნებართვა -> მშენებლობის თობაზე შეთანხმების მიღება სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ -> V კლასის შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა  (I, II და III სტადია) -> აირჩიეთ სასურველი სტადია:  II სტადიის ცალკე გავლის შემთხვევაში - პროექტის შეთანხმება; / /ან//  I, II და III სტადიის ერთად გავლის შემთხვევაში - იწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, პროექტის და მშენებლობის ნებართვის შეთანხმება (I, II და III სტადია).  


ორივე შემთხვევაში, გაიხსნება შვიდი გრაფა. აირჩიეთ შესაბამისი მოქმედება:


თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას ->ახალი მშენებლობა,
თუ გსურთ არსებული შენობის დემონტაჟი, დააჭირეთ გრაფას -> დემონტაჟი.
თუ აპირებთ  დროებითი შენობის აგებას ან დამონტაჟებას, დააჭირეთ გრაფას -> დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება,
თუ ახდენთ არსებული შენობის მთლიან რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას -> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ექსტერიერს, დააჭირეთ გრაფას -> ექსტერიერის რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ მზიდ ელემენტებს, დააჭირეთ გრაფას -> მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია,
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ქსელებს, დააჭირეთ გრაფას -> ქსელების რეკონსტრუქცია.

გაიხსნება შესავსები ველები:

კატეგორიები და ქვეკატეგორიები: სიაში მოძებნეთ აღწერა, რომელიც შეესაბამება თქვენს ასაშენებელ ან სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობას. სიას ბოლომდე ჩაუყევით მარჯვენა მხარეში არსებული „ლიფტის“ აწევა-დაწევის საშუალებით. (გუდაური არის სიის ბოლოში - „ო“ ქვეპუნქტი). მონიშნეთ არჩეული გრაფა.
ბრძანების ნომერი: ჩაწერეთ იმ ბრძანების ნომერი, რომლითაც დამტკიცდა I სტადია. (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები). (ბრძანების ნომერი მითითებულია მიერ ბრძანების პირველ გვერდზე, ზედა, მარცხენა კიდეში). თუ ბრძანება მიიღეთ ამ საიტის საშუალებით ელექტრონულად, ბრძანების დოკუმენტი იხილეთ თქვენი განაცხადის განყოფილებაში -„დოკუმენტები“.
მიღებული ნებართვა ელექტრონული სახით:   თუ I სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ ამ საიტის საშუალებით, ელექტრონულად, მაშინ დატოვეთ გრაფა მონიშნული. თუ I სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ საიტის გარეშე, დოკუმენტურად, მაშინ დააჭირეთ ამ გრაფას და მონიშვნა გაქრება. გაიხსნება დამატებითი გრაფა:
ბრძანების გაცემის თარიღი: მონიშნეთ, რომელ თარიღშია ბრძანება გამოცემული.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი და შენობა-ნაგებობის სახეობა, მაგალითად: გიორგი გიორგაძის სახლი, ან სასტუმრო „გრანდი“, ან „ნავთობ-კომპანის“ ნავთობბაზა.
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: ჩაწერეთ რისთვის არის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
მისამართი: ჩაწერეთ, რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ასეთი დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში .

გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება.

თქვენი მონაცემები შეინახება. თუ დროებით შეწყვეტთ შევსებას და არ ატვირთავთ დოკუმენტებს, რაც უკვე შეავსეთ - შენახული დარჩება. შენახულ მონაცემებს იხილავთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.

ამის შემდეგ, ავტომატურად გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.    


ძირითადი დოკუმენტები, II სტადია:

განცხადება: წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი. მოაწერეთ ხელი და დასკანერებული სახით PDF ფაილად ატვირთეთ.  იხილეთ შაბლონი
საკადასტრო გეგმა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
არქიტექტორი: არქიტექტორის მონაცემები: (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია, საიდენტიფიკაციო კოდი);
გენგეგმა: საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500/ 1:1000;
გენგეგმის ვექტორი: საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
ფოტოები: არსებული სიტუაციის ფოტოსურათები - შორი და ახლო ხედები, ტერიტორიები გარშემო;
განმარტებითი: განმარტებითი ბარათი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები - ობიექტის პროექტის დახასიათება, აღწერილობა და სხვა.
ჭრილები: შენობა-ნაგებობის ჭრილები;
ფასადი: შენობა-ნაგებობის ფასადები;
ფოტომონტაჟი - დასრულებული სახით თავის ტერიტორიაზე;
რენდერები - ფასადის ფოტოები და სხვა;
შენობის ვექტორი: საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
კვლევა: საინჟინრო-გეოლოგური კვლევა;
კონსტრუქციული სქემა: მოიცავს:
1. განმარტებით ბარათს;
2. მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება);
3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
5. ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს;
6. ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელ ჭრილებს;
7. არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას. აღნიშნული ნაწილები შესაძლებელია  წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. ნებართვის მაძიებლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
8. ტერიტორიის ფოტოებს;
9. ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:

10. ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას.

კეთილმოწყობა: არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა;
 

დოკუმენტები საჭიროების მიხედვით, II სტადია:

ალბომი: არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ალბომი და რეკვიზიტები - მათ შორის, დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
განაშენიანების ვექტორი: არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ვექტორული DWG/PLA ფაილი;
გრუნტის ზედაპირის ცვლილება: არსებობის შემთხვევაში, მიწის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა;
სართულები: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები;
სიმაღლე: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა;
ტექნოლოგიური  სქემა: საჭიროების შემთხვევაში, ტექნოლოგიური სქემა: საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტი იყენებს ენერგორესურსს, არის ქარხანა ან ისეთი შენობა-ნაგებობა, სადაც ფუნქციონირებს ტექნოლოგიური მოწყობილობები.
ტექნოლოგური სქემა მოიცავს:
1. განმარტებით ბარათს;
2. მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსება);
3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
5. ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;
6. ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელ ჭრილებს;
7. შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
8. არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.   აღნიშნული ნაწილები შესაძლებელია  წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. დამკვეთის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:  
9. ტერიტორიის ფოტოებს;
10. ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.  

ექსპერტი: საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტობის კანდიდატის მონაცემები - შევსებული ფორმა ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“. (დააჭირეთ ბმულს) 
მესაკუთრე: საჭიროების შემთხვევაში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა თანხმობა - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში;
ძირითადი ქსელები: საჭიროების შემთხვევაში, ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების პროექტები - მაგალითად, გზის, დენის, საკანალიზაციო ქსელის შეყვანის და სხვა კომუნალური ქსელების შეყვანის შემთხვევაში;
საერთო ქსელები: საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტები;
სახანძრო: საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის პროექტი - მაგალითად, საერთო სარგებლობის შენობა-ნაგებობებზე და სხვა;
დამატებითი: საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.  

განაცხადის გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ. განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო, უქმე დღეებში ათვლა ჩერდება.

ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.



------------------- 3)  მშენებლობის ნებართვის მიღება - III სტადია  - მშენებლობის ნებართვის მიღება -----------------------------------------------------------------

მას მერე, რაც თქვენ შექმნით მომხმარებლის გვერდს ჩვენს საიტზე: tacsa.gov.ge განყოფილებაში "ელექტრონული მომსახურება", შეგიძლიათ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა.


დოკუმენტები:

ნებართვის მიღების თითოეულ სტადიას სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტები. თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, თუ შეაგროვებთ ყველა დოკუმენტს ერთ ფოლდერში და დაარქმევთ შესაბამის სათაურებს. ამ ფოლდერიდან მარტივად ატვირთავთ ყველა დოკუმენტს საიტის შესაბამის გრაფებში. მათი უმეტესობა უნდა იყოს PDF ფაილის სახით. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა დოკუმენტები სჭირდება თითოეულ სტადიას და როგორ ატვირთოთ ისინი. დოკუმენტები მოთხოვნილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სამშენებლო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ შესაბამისად. დოკუმენტების ატვირთვასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში,  სააგენტო მოგაწვდით ინფორმაციას სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 

თქვენს განაცხადთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.  როდესაც აღნიშნული ინფორმაციები თქვენს გვერდზე დაიდება, ამის შესახებ მიიღებთ მესიჯს მობილურზე და მეილს ელ.ფოსტაზე.  

როგორ ავტვირთოთ ფაილები (დოკუმენტები):

თითოეულ გრაფაზე დაჭერის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაჩნდება წარწერა: ფაილის ატვირთვა და Browse. დააჭირეთ ღილაკს Browse. გაიხსნება თქვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სია. მოძებნეთ შესაბამისი ფაილი, დააჭირეთ ორჯერ და ფაილი აიტვირთება საიტზე. თუ გინდათ, წაშალოთ ატვირთული ფაილი, დააჭირეთ სასურველ გრაფაში წითელ X ღილაკს მარჯვნივ.

ძირითადი დოკუმენტები - ყვითელი ძახილის ნიშნით აღნიშნული გრაფები თუ არ შეივსო, განცხადებას ვერ გამოაგზავნით. დანარჩენი გრაფები შესავსებია იმის მიხედვით, თუ რა დოკუმენტაცია სჭირდება თქვენს შენობა-ნაგებობას, კლასისა და კატეგორიის მიხედვით.  შესაძლებელია, ყვითელი ძახილის ნიშნიანი გრაფები შეავსოთ და განცხადება იყოს გამოგზავნადი, მაგრამ საჭირო იყოს ჩამოთვლილი სხვა არა-ძახილის ნიშნიანი დოკუმენტების ატვირთვაც თქვენს შემთხვევაში.


III სტადიის განაცხადის გასაკეთებლად დააჭირეთ გრაფებს შემდეგი თანმიმდევრობით: 

განყოფილებაში: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა -> მშენებლობის ნებართვის მიღება V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობებისთვის -> პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (II და III სტადია) -> მშენებლობის ნებართვის გაცემა (III სტადია)

თუ ნებართვის მაძიებელია სამინისტრო ან სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება:

განყოფილებაში: ახალი განაცხადი  -> ლურჯი გრაფა მშენებლობის ნებართვა ->  მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღება სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ -> V კლასის შენობა-ნაგებობის: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (I, II და III სტადია) -> მშენებლობის თაობაზე შეთანხმება  

ორივე შემთხვევაში, გაიხსნება შვიდი გრაფა. აირჩიეთ შესაბამისი მოქმედება:  

თუ აშენებთ ახალ შენობა-ნაგებობას, დააჭირეთ გრაფას -> ახალი მშენებლობა 
თუ გსურთ არსებული შენობის დემონტაჟი, დააჭირეთ გრაფას -> დემონტაჟი
თუ აპირებთ  დროებითი შენობის აგებას ან დამონტაჟებას, დააჭირეთ გრაფას -> დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება
თუ ახდენთ არსებული შენობის მთლიან რეკონსტრუქციას, დააჭირეთ გრაფას -> შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ექსტერიერს, დააჭირეთ გრაფას -> ექსტერიერის რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ მზიდ ელემენტებს, დააჭირეთ გრაფას ->à მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია
თუ რეკონსტრუქცია ეხება მხოლოდ ქსელებს, დააჭირეთ გრაფას -> ქსელების რეკონსტრუქცია.  

ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაჩქარებული ნებართვა. პირობების გასაცნობად იხილეთ: სააგენტოს სერვისები, პუნქტი 7 – „მშენებლობის ნებართვა III სტადია“

შესაბამის გრაფაზე დაჭერის შემდეგ, გაიხსნება შესავსები ველები:  

კატეგორიები და ქვეკატეგორიები: სიაში მოძებნეთ აღწერა, რომელიც შეესაბამება თქვენს ასაშენებელ ან სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობას. სიას ბოლომდე ჩაუყევით მარჯვენა მხარეში არსებული „ლიფტის“ აწევა-დაწევის საშუალებით. (გუდაური არის სიის ბოლოში - „ო“ ქვეპუნქტი). მონიშნეთ არჩეული გრაფა.
ბრძანების ნომერი: ჩაწერეთ იმ ბრძანების ნომერი, რომლითაც დამტკიცებულია II სტადია (პროექტის შეთანხმება).  (ბრძანების ნომერი მითითებულია ბრძანების პირველ გვერდზე, ზედა, მარცხენა კიდეში). კიდეში). თუ ბრძანება მიიღეთ ამ საიტის საშუალებით ელექტრონულად, ბრძანების დოკუმენტი იხილეთ თქვენი განაცხადის განყოფილებაში -„დოკუმენტები“.
მიღებული ნებართვა ელექტრონული სახით:   თუ II სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ ამ საიტის საშუალებით, ელექტრონულად, მაშინ დატოვეთ გრაფა მონიშნული. თუ II სტადიის ბრძანება მიღებული გაქვთ საიტის გარეშე, დოკუმენტურად, მაშინ დააჭირეთ ამ გრაფას და მონიშვნა გაქრება. გაიხსნება დამატებითი გრაფა:
ბრძანების გაცემის თარიღი: მონიშნეთ, რომელ თარიღშია II სტადიის ბრძანება გამოცემული.
ობიექტის დასახელება: ჩაწერეთ იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი და შენობა-ნაგებობის სახეობა, მაგალითად: გიორგი გიორგაძის სახლი, ან სასტუმრო „გრანდი“, ან „ნავთობ-კომპანის“ ნავთობბაზა.
ფუნქციური დანიშნულება, ობიექტის აღწერილობა / საქმიანობის სახეობა: ჩაწერეთ რისთვის არის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო და ა.შ.
ქალაქი: ჩაწერეთ, რომელ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენთვის საჭირო ქალაქი, აირჩიეთ წარწერა „სხვა“ და გაიხსნება დამატებითი გრაფა, სადაც ჩაწერთ სასურველ დასახლებულ პუნქტს.
მისამართი: ჩაწერეთ, რომელ ქუჩაზე, რა ნომერში მდებარეობს/აშენდება შენობა-ნაგებობა. თუ ასეთი დაკონკრეტება შეუძლებელია, მიუთითეთ - რა ტერიტორიაზე/რა დასახლებასთან/ რა უბანში .

გრაფების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს: გაგრძელება.

თქვენი მონაცემები შეინახება. თუ დროებით შეწყვეტთ შევსებას და არ ატვირთავთ დოკუმენტებს, რაც უკვე შეავსეთ - შენახული დარჩება. შენახულ მონაცემებს იხილავთ თქვენი მომხმარებლის გვერდზე, განყოფილებაში „განაცხადები“.

ამის შემდეგ ავტომატურად გაიხსნება მომდევნო გვერდი: ფაილების ატვირთვა.  


ძირითადი დოკუმენტები, მე-3 სტადია:

განცხადება: წერილობითი განცხადება - ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შაბლონი. მოაწერეთ ხელი და დასკანერებული სახით PDF ფაილად ატვირთეთ;   იხილეთ შაბლონი

დოკუმენტები საჭიროების შემთხვევაში:

ამონაწერი: მიწის ნაკვეთისა და/ან შენობა-ნაგებობის სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ნომერი: შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები (ბრძანების ნომერი და თარიღი);
მინდობილობა: წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, მინდობილობა/რწმუნებულება - თუ თქვენ ბრძანდებით ნებართვის მაძიებლის წარმომადგენელი, ატვირთეთ თქვენი მინდობილობა/რწმუნებულება;
თანხმობა: არსებობის შემთხვევაში, თანამესაკუთრის თანხმობა;
საექსპერტო შეფასება: საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის სავალდებულო საექსპერტო შეფასება - პროექტის გეოლოგიურ, ან/და ტექნოლოგიურ, ან/და კონსტრუქციულ ნაწილზე; ასევე, ზოგ შემთხვევაში, არსებული შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგებზე. (N57 დადგენილების მიხედვით).
პროექტი და ვადა: მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის ნებართვის მოქმედების გონივრული ვადა - (დადგენილება N 57, მუხლი 61): მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის:
1.     სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე;
2.     N57 დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა:
3.     IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი;
4.     სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა - მ 1:200 ან 1:100;
5.     საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი;
6.     მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით;
7.     დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები;
8.     უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები;
9.     დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.  

მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა აისახოს:  

10.  მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.  

საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს:  

11.  სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.  

ქვითარი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - სურათი ან PDF ფაილი.
დამატებითი: საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია - განაცხადის შევსების მომენტისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი გარემოებების შესაბამისი დოკუმენტაცია.  
განაცხადის გადაგზავნა: ყველა დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ დააჭირეთ წითელ ღილაკს ზედა მხარეს, მარცხნივ. განაცხადი დარეგისტრირდება სააგენტოში და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება. ვადის ათვლის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში „მიმოხილვა“.  ნაგულისხმევია სამუშაო დღეების რაოდენობა.  

ინფორმაციას თქვენი განაცხადის შესახებ იხილავთ თქვენი განაცხადის გვერდზე, განყოფილებაში "მიმოხილვა" , "დოკუმენტები" და სხვა. ახალი ინფორმაციის განთავსების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ მობილურზე და ელ.ფოსტაზე.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

(+995 32) 293-27-32

tacsa@economy.ge