Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ტრენინგები ჩატარდა დაბალი ძაბვის მოწყობილობებთან დაკავშირებით

24-10-2018

სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში, სააგენტოსა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ ტრენინგებს „დაბალი ძაბვის მოწყობილობების“ ევროდირექტივის შესახებ, ასევე, გაიარეს პრაქტიკული სწავლება მოწყობილობების რისკის შეფასებასთან დაკავშირებით. სამომავლოდ, დაგეგმილია საქართველოში დაბალი ძაბვის მოწყობილობების ბაზარზე ზედამხედველობის დაწყება.

ტრენინგები ჩაატარეს ევროკავშირის ექსპერტებმა - ალექსას ზალპისმა და რიჩარდ ფერიმ. „თვინინგის“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

საკონტაქტო ტელეფონები: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

tacsa@economy.ge