Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

დავით გიგინეიშვილმა გუდაურში მშენებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

18.07.2019

სააგენტომ შეხვედრა გამართა კომპანიებსა და კერძო პირებთან, რომლებიც გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსებს, საოჯახო სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. სააგენტო აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. სააგენტოს უფროსმა დავით გიგინეიშვილმა დამსწრეებს სამშენებლო რეგულაციები გააცნო. ღონისძიებაზე ასევე, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საინფორმაციო შეხვედრას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, მსხვილი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მეწარმეები.

ვრცლად

...

რატი ობოლაძე სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ საუბრობს "მაესტროს" ეთერში

16.07.2019

სააგენტოს უფროსის მოადგილე, რატი ობოლაძე "მაეტროს" პირდაპირ ეთერში საუბრობს სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რომელიც სამომავლოდ ამოქმედდება. მოისმინეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ამ თემაზე.

ვრცლად

...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი

03.07.2019

18 ივნისიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი ჩაუდგება სათავეში. ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით გიგინეიშვილი მანამდე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებას კურირებდა. „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უმნიშვნელოვანესი საჯარო უწყებაა. მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი რიგი რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვატარებთ. სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ მენეჯერთან ერთად ისინი წარმატებით დაძლევენ ახალ გამოწვევებს და ჩვენი დახმარებით, სააგენტოს თანამედროვე დასავლური ტიპის მარეგულირებელ უწყებად გარდაქმნიან, სადაც გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღება, ხოლო მისი განხორციელება გაცილებით ეფექტური იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. სააგენტოში ნათია თურნავა გაეცნო პრეზენტაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ვრცლად

...

ძალადაკარგულად გამოცხადდა ფოთში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო

30.05.2019

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. იხილეთ ბრძანებები და დანართი

ვრცლად

...

შეხვედრა მშენებლობაში შრომის უსაფრთხოების ამაღლებასთან დაკავშირებით

29.05.2019

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართა შეხვედრა სამშენებლო სფეროს კომპანიებთან. შეხვედრაზე განიხილეს უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები, საკანონმდებლო რეგულაციები, პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრას უძღვებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე მიხეილ მაღლაკელიძე.

ვრცლად

...

სააგენტოს მენეჯერებმა გაიარეს ევროკავშირის ექსპერტების ტრენინგი ლიდერობაში

05.03.2019

სააგენტოს უფროსმა - გრიგოლ კაკაურიძემ, უფროსის მოადგილემ - რამაზ ობოლაძემ და სააგენტოს სამმართველოების უფროსებმა გაიარეს ტრენინგი მართვასა და ლიდერობაში. ტრენინგი ჩაატარეს ევროკავშირის ექსპერტებმა - რიჩარდ ჰოჯმა და პოლ ტომასმა. ტრენინგი განხორციელდა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა საქართველოში დაინერგოს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge