Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტოს სერვისები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს  მაღალკვალიფიციურ სერვისებს. სერვისის მისაღებად დაგვირეკეთ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე facebook.com/tacsa.gov.ge/



დაწვრილებით, იხილეთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი – საქართველოს მთავრობის დადგენილება №177

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები (დღგ-ს ჩათვლით):

1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის შესაბამისობის შეფასების ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ცნობის გაცემა:

  • 3 სამუშაო დღე – 20 ლარი;
  • 2 სამუშაო დღე – 40 ლარი;
  • 1 სამუშაო დღე – 80 ლარი.
2. ობიექტის რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის გაცემა: 1 სამუშაო დღე – 20 ლარი.

3. სპეციალისტის კონსულტაცია: 50 ლარი.

4. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა:

  • 20 სამუშაო დღე – უფასო;
  • 10 სამუშაო დღე – 200 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე – 300 ლარი;
  • 3 სამუშაო დღე – 450 ლარი;
  • 2 სამუშაო დღე – 600 ლარი.
5. პირის/პირების მიერ ინსპექტირების ორგანოდ ფუნქციონირებისათვის აკრედიტაციის მიღებისათვის გამიზნული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე.

6. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებული სწავლება: 1 საათი – 50 ლარი ერთ მსმენელზე.

7. მშენებლობის ნებართვის გაცემა III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა:

  • 10 სამუშაო დღე – უფასო;

    • 5 სამუშაო დღე:  

            1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების  0,1 %;
            1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 1 000 ლარი;
            5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 2 000 ლარი;
            10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 2 500 ლარი;

    • 2 სამუშაო დღე:

            1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − ობიექტის ღირებულების 0,2%;

            1 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი −  2 000 ლარი;
            5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი − 4 000 ლარი;

            10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი − 5 000 ლარი.


    8.  მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება:

    • ერთი თვე – უფასო;
    • 15 სამუშაო დღე – 500 ლარი;
    • 10 სამუშაო დღე – 1000 ლარი;
    • 5 სამუშაო დღე – 2000 ლარი.
    9. სამშენებლო დოკუმენტის (საპროექტო დოკუმენტები) ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:

    • 20 სამუშაო დღე – უფასო;
    • 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
    • 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6 %.
    10. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება:

    • 30 სამუშაო დღე – უფასო;
    • 15 სამუშაო დღე – 300 ლარი;
    • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
    • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
    11. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) გაცემა:

    • 10 სამუშაო დღე – უფასო;
    • 5 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,1 %;
    • 2 სამუშაო დღე – ობიექტის ღირებულების 0,2 %.
    12. საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებ(ებ)ის შეტანასთან დაკავშირებით მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა:

    • 20 სამუშაო დღე – უფასო;
    • 10 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,3%;
    • 5 სამუშაო დღე – ცვლილებ(ებ)ის ღირებულების 0,6%.
    13. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ვადის გაგრძელება:

    • 30 სამუშაო დღე – უფასო;
    • 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
    • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
    • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.
    14. სამშენებლო დოკუმენტში (საპროექტო დოკუმენტაცია) დასაშვები ცვლილებების დადასტურება/შეთანხმება, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას:

    • 30 სამუშაო დღე – უფასო;
    • 20 სამუშაო დღე – 300 ლარი;
    • 10 სამუშაო დღე – 500 ლარი;
    • 5 სამუშაო დღე – 1 000 ლარი.

    შენიშვნა:

    1. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მომსახურების გაწევისას სწავლების ხანგრძლივობა და პროგრამა დგინდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

    გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

    ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

    ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

    საკონტაქტო ტელეფონები: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

    tacsa@economy.ge