Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ტრენინგი ქიმიური საფრთხის შემცირებაზე SEVESO ევროდირექტივების შესაბამისად

21-11-2018

სახიფათო ნივთიერებებთან, მათ შორის ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხის შემცირების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდება SEVESO ევროდირექტივებს.

სააგენტოს ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელმა დავით მემარნიშვილმა მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულ ტრენინგში, სადაც განხილულ იქნა SEVESO სამართლებრივი ბაზა, ვალდებულებები და SEVESO ობიექტის დოკუმენტაციის სტრუქტურიზაცია Georgian Water and Power-ის ქლორის საცავისთვის.

ტრენინგი ჩეხეთის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge