Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ახალი ამბები

...

"სამშენებლო პროდუქტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი ნოემბერში ამოქმედდება

05.10.2018

2018 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება. (იხილეთ ბმული) აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, მისი ამოქმედების დღიდან გავრცელდება შემდეგ სამშენებლო პროდუქტებზე: ცემენტი (HS 2523), არმატურა (HS 7214), ელექტრო კაბელები (HS 8544) პლასტმასის მილები (HS 3917). რეგლამენტი ადგენს ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს, მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრის, დეკლარირებისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით. ასვევე დადგენილებით განსაზღვრულია აღნიშნული სამშენებლო პროდუქტების მწარმოებლების ვალდებულებები წარმოების პროცესში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის დადგენას. დადგენილება ასევე მოიცავს: წარმოებისას შესაბამისობის შეფასების პროცედურებს; მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას; პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდგომ პროდუქტის მონიტორინგისა და აუცილებელი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებებს; სახელმწიფო ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურებს და სხვა. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. დადგენილების ამოქმედება უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის განთავსებასა და დარგში მოქმედი ეკონომიკური ოპერატორებისთვის თანაბარ და სამართლიან ვაჭრობის პირობებს.

ვრცლად

...

თბილისში ოთხ გაზგასამართ სადგურზე გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებულია

14.09.2018

თბილისსა და ზესტაფონში 6 გაზგასამართი სადგურის უსაფრთხოება შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. თბილისის სადგურებში წინა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები სრულად აღმოფხვრილია. სადგურები ქავთარაძის ქუჩაზე, გურამიშვილის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობენ და შემდეგ კომპანიებს ეკუთვნით: „ქროსვეი ქავთარაძე“, „ალთენი“, „თი ბი ეი“, „ფორმულა“. ზესტაფონში, საქარხნოსა და სტაროსელსკის ქუჩებზე, კომპანია „გოგნის კარუგდებელის“ გაზგასამართი სადგურების მფლობელს დარღვევებისთვის ჯარიმა დაეკისრა და დაუდგინდა გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.

ვრცლად

...

შემოწმდა აირსავსები სადგურების უსაფრთხოება - ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია

10.08.2018

ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში აირსავსები, მოძრავი აირსავსები და აირგასამართი სადგურების უსაფრთხოება შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. სადგურები შემოწმდა ქუთაისში - 9 აპრილისა და შერვაშიძის ქუჩებსა და საღორიას დასახლებაში; ზესტაფონში - საქარხნოსა და სტაროსელსკის, ხოლო, სამტერდიაში - თბილისის ქუჩაზე. გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმები და მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების გამოსასწორებლად.

ვრცლად

...

შემოწმდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები სამცხე-ჯავახეთში

10.08.2018

50-ზე მეტი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულობა შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. სისტემები შემოწმდა სამცხე-ჯავახეთში არსებულ ავტოგასამართ სადგურებსა და კომპლექსებში. ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამობა გამოვლინდა 3 ობიექტზე. ვიდეომეთვალყურეობის კამერები ხელს უწყობს, რათა ავტოგასამართ სადგურზე პერსონალისა და მომხმარებლის მიერ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და დადგენილი წესები, შესაძლებელი იყოს ტექნოლოგიური პროცესების თვალყურის დევნება და სხვა. კანონმდებლობის შესაბამისად, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ვრცლად

...

ბაზარზე ზედამხედველობის განვითარების პროექტის 6 თვის შეჯამება

06.08.2018

სააგენტოში გრძელდება ევროკავშირის პროექტი - „თვინინგი“. პროექტის მიზანია, საქართველოში დაინერგოს სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ევროპული სისტემა. ივლისის ბოლოს, სააგენტოში შეაჯამეს „თვინინგის“ პირველ ექვს თვეში განხორციელებული ღონისძიებები, გააანალიზეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს მომავალი 6 თვის გეგმებზე. შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის წარმომადგენლები საქართველოს, ბრიტანეთისა და ლიეტუვის მხრიდან და მოწვეული სტუმრები: გრიგოლ კაკაურიძე, რამაზ ობოლაძე, ნუნუ მემარნიშვილი, სალომე ჭიჭინაძე, სირია პოდერი, დევიდ ბეიკერი, ნერინგა ბარონიენე, ენდი ბუკავსი, ნინო გრძელიშვილი, ნინო მუჯირი და მარიამ აბაზაძე.

ვრცლად

...

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმების პროცედურები

05.08.2018

სააგენტოში გრძელდება ევროკავშირის პროექტი - „თვინინგი“, რომლის მიზანია, საქართველოში დაინერგოს ბაზარზე ზედამხედველობის ევროპული სისტემა. სააგენტოში შემუშავდა დეტალური პროცედურები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმების პროცესი. პროექტის ფარგლებში, პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა - რიჩარდ ფერიმ და რობინ კროფტმა.

ვრცლად

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო


.    .    .    .    .    .    .    .   .    .    .    .    .  

მისამართი
: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N8
                (ყოფ. ჯიქია),   IV სართული
                თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი:   234-77-13


ელ.ფოსტა:   tacsa@moesd.gov.ge












tacsa@economy.ge