Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივდა

29-07-2019

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივა - ახალი თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო - კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge