Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტოს თანამშრომლები მანქანა-დანადგარების შესახებ ევროდირექტივას გაეცნენ

11-10-2019

სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ ტრენინგს, რომელზეც დეტალურად გაეცნენ "მანქანა-დანადგარების შესახებ" ევროდირექტივის მოთხოვნებს. აღნიშნული დირექტივის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე სააგენტომ უნდა შეიმუშავოს ტექნიკური რეგლამენტი მანქანა-დანადგარების შესახებ. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით.

ტრენინგი ევროკავშირის ექსპერტმა მარკ გარდინერმა ჩაატარა. შეხვედრა გაიმართა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში - „სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge