Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

დავით გიგინეიშვილმა გუდაურში მშენებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

18-07-2019

სააგენტომ შეხვედრა გამართა კომპანიებსა და კერძო პირებთან, რომლებიც გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსებს, საოჯახო სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. სააგენტო აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტოს უფროსმა დავით გიგინეიშვილმა დამსწრეებს სამშენებლო რეგულაციები გააცნო. ღონისძიებაზე ასევე, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საინფორმაციო შეხვედრას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, მსხვილი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მეწარმეები.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge