სახიფათო ნივთიერებებთან, მათ შორის ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხის შემცირების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდება SEVESO ევროდირექტივებს.
სააგენტოს ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელმა დავით მემარნიშვილმა მონაწილეობა მიიღო პრაქტიკულ ტრენინგში, სადაც განხილულ იქნა SEVESO სამართლებრივი ბაზა, ვალდებულებები და SEVESO ობიექტის დოკუმენტაციის სტრუქტურიზაცია Georgian Water and Power-ის ქლორის საცავისთვის.
ტრენინგი ჩეხეთის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.