ბაზარზე ზედამხედველობის პროექტი „თვინინგი“
წარმატებით მიმდინარეობს
29-10-2018
სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ბოლო სამი თვის შედეგები.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები და ვორქშოფები სათამაშოების და სამშენებლო პროდუქტების: არმატურის, ცემენტის, ელექტროკაბელების და პლასტმასის მილების ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით. განხორციელდა საპილოტე კლევა ცემენტისა და პლასტმასის მილების სფეროში. დაიგეგმა სააგენტოს თანამშრომლობის გაღრმავება საბაჟო დეპარტამენტთან. სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ადგილზე გაეცნენ ბაზარზე ზედამხედველობის ევროპულ გამოცდილებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს, ევროკავშირის, „თვინინგის“ პროექტის და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.