კახეთის გზატკეცილზე ლოჯისტიკური პარკი გაფართოვდება
04-08-2018
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ლოჯისტიკური პარკის გაფართოვების ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ.
ლოჯისტიკური პარკი კომპანია „გებრიუდერ ვაისს“ ეკუთვნის. ნებართვის მიხედვით, მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.