Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტო მონაწილეობს ზედამხედველობის დოკუმენტის შემუშავებაში

27-01-2020

შახტის, მაღაროსა და კარიერის ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს სამთომოპოვებითი ინსპექტირების სახელმძღვანელოს შემუშავება. პირველ ეტაპზე შემუშავდება რისკის შეფასების მეთოდოლოგია, ხოლო, მეორე ეტაპზე - ინსპექტირების სახელმძღვანელო.

სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მირიან ბედიანიძის ხელმძღვანელობით, სააგენტოს სპეციალისტებმა განიხილეს სახელმძღვანელოს პირველადი დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით, პროექტში ჩართულ მხარეებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, პროექტი წიაღის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP – United Nations Development Programme) მხარდაჭერით მიმდინარეობს, მასში სხვადასხვა უწყებები და ევროკავშირის ექსპერტები არიან ჩართულნი.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge