Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტომ გუდაურის სამი საბაგირო გზა ექსპლუატაციაში მიიღო

08-11-2019

კურორტ გუდაურში მდებარე საბაგირო კომპლექსი - „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ექსპლუატაციაში მიიღო. კომპლექსი მთა ვარცლაზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ არის აშენებული. საბაგირო გზა მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის - „დოპელმაიერის“ მიერ არის წარმოებული, თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა. საბაგირო გზის სტანდარტებთან შესაბამისობა საერთაშორისო კომპანიამ - TUV-მა შეამოწმა და დაადასტურა.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გუდაურის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს: თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო გუდაურში მიმდინარე მშენებლობის ნებართვებს გასცემს; ამასთან, მშენებლობის მწარმოებელ პირებს კონსულტაციებს უწევს, რათა მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი სწრაფად და კომფორტულად განხორციელდეს.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge