Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ ბაზარზე ზედამხედველობის ვორქშოფში

05-03-2019

სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ბაზარზე ზედამხედველობის ვორქშოფში. შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის ექსპერტები - ალექსას ზალპისი და ვირგინიას ჯუსისი. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ ლიეტუვის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემას და ევროდირექტივას წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების სფეროში, ასევე, ლიფტების ევროპულ ინდუსტრიას გლობალურ ჭრილში და ლიფტებსა და საბაგირო გზებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.

ტრენინგი განხორციელდა სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა საქართველოში დაინერგოს სამრეწველო და სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge