Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ბაზარზე ზედამხედველობის სიღრმისეული ტრენინგი სააგენტოს თანამშრომლებისთვის

05-02-2019

გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (PTB) ორგანიზებით, მინსკში გამართული ბაზარზე ზედამხედველობის ერთკვირიანი ტრენინგი გაიარეს სააგენტოს უფროსის მოადგილემ რამაზ ობოლაძემ და ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელმა გიორგი დარჩიაშვილმა.

ბელარუსის დედაქალაქში გამართულ ტრენინგზე მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
ევროკავშირის კანონმდებლობა ბაზარზე საქონლის მიმოქცევასა და მასთან დაკავშირებული საბაზრო ზედამხედველობის პროცედურების მხრივ;
ბაზარზე ზედამხედველობის ზოგადი მოდელი (UNECE WP6);
რისკის შეფასება ელექტრული მოწყობილობებისთვის;
მოთხოვნები ბაზარზე ზედამხედველობის ინფორმაციული ტექნოლოგიებისადმი;
ბაზარზე ზედამხედველობა ელექტრონულ კომერციაში;
ბაზარზე ზედამხედველობის წლიური გეგმის შედგენა და საზედამხედველო ობიექტების ნიმუშების სისტემური შერჩევის მეთოდი (SLSM);
ბაზარზე ზედამხედველობის სრულად განხორციელების პრაქტიკული მაგალითი, რაც ასევე, მოიცავდა ტრენინგის მონაწილეების საბოლოო გამოცდას, რის შემდეგაც, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ  შორის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის ბაზარზე ზედამხედველობის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგი 2018 წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის განვითარება ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში“ ფარგლებში.

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო. ბაზარზე ზედამხედველ სახელმწიფო უწყებად განსაზღვრულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge