Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

"სამშენებლო პროდუქტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი ნოემბერში ამოქმედდება

05-10-2018

2018 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება.(იხილეთ ბმული)

აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, მისი ამოქმედების დღიდან  გავრცელდება შემდეგ სამშენებლო პროდუქტებზე: 



  • ცემენტი (HS 2523),
  • არმატურა (HS  7214),
  • ელექტრო კაბელები (HS 8544),
  • პლასტმასის მილები (HS 3917). 
რეგლამენტი ადგენს ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს, მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრის, დეკლარირებისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით. ასვევე დადგენილებით განსაზღვრულია აღნიშნული სამშენებლო პროდუქტების მწარმოებლების ვალდებულებები წარმოების პროცესში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის დადგენას. დადგენილება ასევე მოიცავს: წარმოებისას შესაბამისობის შეფასების პროცედურებს; მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას; პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდგომ პროდუქტის მონიტორინგისა და აუცილებელი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებებს; სახელმწიფო ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურებს და სხვა. 

დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.   

დადგენილების ამოქმედება უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის განთავსებასა და დარგში მოქმედი ეკონომიკური ოპერატორებისთვის თანაბარ და სამართლიან ვაჭრობის პირობებს.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

(+995 32) 293-27-32

tacsa@economy.ge