Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

თბილისში ოთხ გაზგასამართ სადგურზე გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებულია

14-09-2018

თბილისსა და ზესტაფონში 6 გაზგასამართი სადგურის უსაფრთხოება შეამოწმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. თბილისის სადგურებში წინა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები სრულად აღმოფხვრილია. სადგურები ქავთარაძის ქუჩაზე, გურამიშვილის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობენ და შემდეგ კომპანიებს ეკუთვნით: „ქროსვეი ქავთარაძე“, „ალთენი“, „თი ბი ეი“, „ფორმულა“.

ზესტაფონში, საქარხნოსა და სტაროსელსკის ქუჩებზე, კომპანია „გოგნის კარუგდებელის“ გაზგასამართი სადგურების მფლობელს დარღვევებისთვის ჯარიმა დაეკისრა და დაუდგინდა გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

საკონტაქტო ტელეფონები: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

tacsa@economy.ge