Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული მომსახურება

ევროინტეგრაცია

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებითმათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2015-2016 წლების ანგარიში          

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით, მათ შორის  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ჩართულია საქართველოს კანონმდებლობის ევროპის ახალი მიდგომის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში და ევროპის განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის შესაბამისი ეროვნული ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.     
  
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსათვის ტექნიკური დახმარების გაწევის თაობაზე, რომლისთვისაც გამოყოფილ იქნა 200 000 ევრო.    

ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ბაზარზე ზედამხდველობის არსებული სისტემის შესწავლას, შეფასებას და გაუმჯობესებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.    

პროექტი დაიწყო 2015 წლის 22 ივნისს და გაგრძელდება 15 თვის განმავლობაში. ტექნიკური დახმარების პროექტი მოიცავს:

-        ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ხარვეზებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას;
-        სააგენტოს შესაძლო ინტიტუციური და საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
-       ბაზარზე ზედამხედველობის რეგულაციებისა და პროცედურების შემცველი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას  ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
-        სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება პრიორიტეტულ სფეროებში ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებთან დაკავშირებით. 
-        სასწავლო ვიზიტების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის უკეთესად შესწავლის მიზნით.               

2015 წლის 22 ივნისიდან წლის ბოლომდე ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის და ლიტვის ექსპერტების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების დრო დეტალურად იქნა შესწავლილ საააგენტოს სტრუქტურა, თითოეული სამმართველოს ფუნქციები, საქმიანობა. ადგილზე იქნა შესწავლილი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების მეთოდები. კერძოდ, ბრიტანელი ექსპერტები დაესწრნენ საბაგირო გზის, ლიფტების, ამწის, წნევაზე მომუშავე მოწყობილობის და საქვაბე დანადგარის ინსპექტირების პროცესებს,  შეისწავლეს ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები. ასევე, გაეცნენ ზედამხედველობის სფეროში არსებულ საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივებთან დაახლოებულ ტექნიკურ რეგლამენტებს.   
 
პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და ასევე  მოწვეულ სტუმრებთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საკითხები პროექტის მნიშვნელობაზე, განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მოსალოდნელ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, სააგენტოს ამჟამინდელ და მომავალ უფლება-მოვალეობებზე.
    
შეხვედრები გაიმართა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან  და  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, სადაც განხილულ იქნა საბაჟოს როლი ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში, სააგენტოსა და საბაჟოს ურთიერთთანამშრომლობის და  შეასაბამისი მემორანდუმის გაფორმების აუცილებლობის საკითხები.    
  
ჩატარდა ტრეინინგები სააგენტოს თანამშრომლებისათვის, თემაზე ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარება ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც მოიცავდა ევროპული ბაზრის  ზედამხედველობის ძირითად საკითხებს; ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკას; საქართველოს წინაშე არსებულ მოსალოდნელ ცვლილებებს და ამ ცვლილებებისადმი მიდგომებს.            

2015 წლის ბოლოს შემუშავებულ იქნა სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმა. რომელიც შემდგომში დამტკიცებულ იქნა სააგენტოს უფროსის ბრძანებით.        
 
2016 წელს ბრიტანელი და ლიტველი ექსპერტების მიერ სააგენტოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე: ბაზარზე ზედამხედველობის ევროპული მოდელის შესახებ; საქართველოს კანონმდებლობასთან დაახლოებული 5 ახალი მიდგომის დირექტივების (ლიფტები, საბაგირო მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მარტივი ჭურჭლები, ცხელი წყლის ბოილერები) პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით; სამშენებლო პროდუქტების შესახებ; ასევე, სამომხმარებლო პროდუქტების კერძოდ, სათამაშოების, ელექტრო მოწყობილობების ინსპექტირებასთან დაკავშირებით. 
         
ასევე, განხორციელდა პილოტური შესწავლა ორი მიმართულებით - სათამაშოები და ელექტრო მოწყობილობები.
       
განხორციელდა 2 სასწავლო ვიზიტი ლიტვასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესწავლილ იქნა ამ ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემები,  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების სტრუქტურა, ფუნქციები, ინსპექტირების მეთოდები, პროცედურები, რისკის კონტროლი (რისკის შეფასება და მართვა), პროდუქტებზე ინფორმაციის სწრაფი გაცვლის სისტემები, სამომხმარებლო პროდუქტების ინსპექტირება, შესაბამისი კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები (მათ შორის სანქციონირების  საკითხები) საგამოცდო ლაბორატორიები, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ლაბორატორიული კვლევების მეთოდები, საბაჟო ორგანოს ფუნქციები და მათი ჩართულობა ბაზრის ზედამხედველობის სისტემაში,  მონაცემთა ბაზები RAPEX, TARIC და ICSMS.        

გაფორმდა შეთანხმება - მემორანდუმი სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.         

ევროკავშირის მიერ საჯარო სამსახურების დაძმობილების - ''Twining”'-ს პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთვის გამოყოფილ იქნა 1,500,000.00 ევრო. პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებისა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების დაკავშირებას,  მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს  რეგულაციების  დაახლოებას.   
 
2016 წლის ივლისის ბოლოს, სლოვაკი ექსპერტის მიერ მომზადებულ იქნა ე.წ. „Twining Fiche”, სადაც განისაზღვრა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. პროექტის დაწყების სავარაუდო დროა 2017 წლის  IV კვარტალი.

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

(+995 32) 293-27-32

tacsa@economy.ge