Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა

247-01-15 -  ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველო. სამუშაო საათები: 09.00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შესვენება: 13:00-14:00

2019 წლის 15 იანვრიდან დაიწყო სამშენებლო პროდუქტების (ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები, ელექტროკაბელები) ბაზარზე ზედამხედველობა. იხილეთ ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები. (ბმულები გადადის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ გვერდზე, სადაც, აქტში შეტანილი ცვლილებების სია მოცემულია აქტის ბოლოს ან შეტანილია ძირითად (კონსოლიდირებულ) ტექსტში).


თუ ფლობთ ინფორმაციას  ბაზარზე შესაძლო შეუსაბამო ან/და დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, შეავსეთ მოცემული ფორმა და გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:  tacsa@moesd.gov.ge


სააგენტოს უფროსის ბრძანება N ს-303 ფორმების დამტკიცების შესახებ:  ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების განაცხადი, ბაზარზე ზედამხედველობის გეგმა, აქტების აღრიცხვის რეესტრი, ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტი და პროდუქტის განადგურების შესახებ ოქმი.


საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის N476 დადგენილება სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
(ამოქმედდა 2019 წლის 15 იანვრიდან). 
(დანართი I - ამოღებულია)
დანართი II - სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია (დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ჩამონათვალი)
დანართი III - სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია (შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემები, პროცესში ჩართული პირები და სხვა)
დანართი IV - არმატურის შესაბამისობის მოთხოვნები
დანართი V - პლასტმასის მილისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები
დანართი VI - სამშენებლო პროდუქტების ნუსხა 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება - "ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის"

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (საქართველოს კანონი N6157), (ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ IV თავში შესული საკანონმდებლო ცვლილების ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის 15 ნოემბრიდან) 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, დამტკიცდა შემდეგი წესები: 
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის N539 დადგენილება ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ (ამოქმედდა 2018 წლის 15 ნოემბრიდან) 
დანართი 1 - ბაზარზე ზედამხედველობის წესი - მოცემულია ძირითად ტექსტში
დანართი 2 - შემოწმების ოქმი 
დანართი 3 - ნიმუშის აღების ფორმა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის N540 დადგენილება ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ.
დანართი 1 - ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესი
დანართი 2 -  ბაზარზე განთავსებული პროდუქტების რისკის შეფასების ფორმა

გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge