Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული მომსახურება

სამუშაო ანგარიში

                                                2016 წლის სამუშაო ანგარიში - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

ევროინტეგრაციის პროცესი

ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით განხორციელებული სამუშაოები        

2015 - 2016 წლებში სააგენტოში განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების 15 თვიანი პროექტი - „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მხარდაჭერა ეროვნული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“.

პროექტის ფარგლებში ევროპელი ექსპერტების დახმარებით განხორციელდა ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზების იდენტიფიცირება და  საჭიროებების გამოვლენა; ბაზარზე ზედამხედველობის რეგულაციებისა და პროცედურების შემცველი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას  ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.   ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავებული  და 2015 წელს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული  სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმის შესაბამისად 2016 წელ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:     
სააგენტოს თანამშრომლებისათვის განხორციელდა ტრენინგები ბაზარზე  ზედამხედველობის  სისტემის  გაუმჯობესების მიზნით,  ევროკავშირის საუკეთესო  პრაქტიკის  შესაბამისად, შემდეგ სფეროებში:
•  ბაზრის ზედამხედველობის ძირითადი საკითხები ევროკავშირის ქვეყნებში;
•  ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკა;
•  საქართველოს წინაშე არსებულ მოსალოდნელი ცვლილებები სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში და ამ ცვლილებებისადმი მიდგომები.
• ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებებისა და საქმიანობის აღწერა, ზედამხედველობის მეთოდები, ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში ჩართული სხვა ორგანოების უფლებამოსილებებისა და საქმიანობის აღწერა და ფუნქციები;
•  ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების პრაქტიკული აღსრულება, რომელიც მოიცავდა ლიფტების, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლების, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
•  სამშენებლო პროდუქტების შესახებ დირექტივის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები;
• სათამაშოებსა და ელექტრო მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხები, შემოწმების მეთოდები, ვიზუალური, ზედაპირული (screening) და ლაბორატორიული შემოწმებები.         
განხორციელდა 2 სასწავლო ვიზიტი ლიტვასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესწავლილ იქნა ამ ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემები,  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების სტრუქტურა, ფუნქციები, ინსპექტირების მეთოდები, პროცედურები, რისკის კონტროლი (რისკის შეფასება და მართვა), პროდუქტებზე ინფორმაციის სწრაფი გაცვლის სისტემები, სამომხმარებლო პროდუქტების ინსპექტირება, შესაბამისი კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები (მათ შორის სანქციონირების  საკითხები) საგამოცდო ლაბორატორიები, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ლაბორატორიული კვლევების მეთოდები, საბაჟო ორგანოს ფუნქციები და მათი ჩართულობა ბაზრის ზედამხედველობის სისტემაში,  მონაცემთა ბაზები RAPEX, TARIC და ICSMS.       
პროექტის დასრულების შემდგომ, ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები საბოლოო ანგარიშის სახით, რომელიც მოიცავს სააგენტოს ინსტიტუციური და საკანონმდებლო განვითარების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებს.      
2016 წლის განმავლობაში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური განვითარების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით სააგენტოს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებების პროექტი. პროექტი ეყრდნობა  ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში.        
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების  კუთხით 2016 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობების და სისტემების შესახებ“. აღნიშნული რეგლამენტის შემუშავება განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების თავით განსაზღვრული საკანონმდებლო დაახლოების ცხრილით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი მიდგომის დირექტივის (94/9/EC Equipment for potentially explosive atmospheres ATEX) შესაბამისად.        
სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტური სისტემის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობა საფრთხის პრევენციის მიზნით. ამ კუთხით 2 შეხვედრა გაიმართა საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებთან და ასევე, განხორციელდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების  და სააგენტოს თანამშრომლების ერთობლივი ტრენინგი ბაზარზე ზედამხედველობის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურიდან.        
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც მემორანდუმის სახით იქნა გაფორმებული. ასევე მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რათა მოხდეს ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ევროკავშირის მიერ საჯარო სამსახურების დაძმობილების - ''Twining”'-ს პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთვის გამოყოფილ იქნა 1,500,000.00 ევრო.     
პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებისა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების დაკავშირებას,  მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს  რეგულაციების  დაახლოებას.    
2016 წლის ივლისის ბოლოს, სლოვაკი ექსპერტის მიერ მომზადებულ იქნა ე.წ. „Twining Fiche”, სადაც განისაზღვრა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. პროექტის დაწყების სავარაუდო დროა 2017 წლის  IV კვარტალი.


იხილეთ სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის გეგმის 2016 წლის შესრულების ანგარიში: (დაწვრილებითი ინფორმაცია, 30 გვერდი)

IRP შესრულება   (Institutional Refrom Plan)



გეოინფორმაციული სისტემები

დასრულდა გეოინფორმაციული სისტემების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც დაინსტალირდა სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა, შეიქმნა სერვერული გეოინფორმაციული ბაზა და მომხმარებლისთვის შიდა გის პორტალი  (ინტერაქტიული რუკა).  მიმდინარეობს ზემო აღნიშნული  გეოინფორმაციული ბაზის ყოვედღიური განახლება სააგენტოში შემოსული სივრცითი მონაცემებით, რაც ასევე ავტომატურ რეჟიმში აისახება გის (GIS) პორტალზე.


ნებართვის გაცემის ელექტრონული სისტემა

სააგენტოში შეიქმნა ნებართვის გაცემის ელექტრონული სისტემა,რომელიც მოიცავს: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას; სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს: ხარისხიან და გამარტივებულ მომსახურებას; საკანცელარიო ხარჯების შემცირებას; ქვეყანაში ადამიანური და დროითი რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას; პროცესების ეფექტურ მართვას; ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის განვითარებას; სახელმწიფო ორგანოების განვითარებას.


უწყებრივი რეესტრის ელექტრონული სისტემა

სააგენტოში მიმდინარეობს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ელექტრონული უწყებრივი რეესტრის პორტალის შექმნა - არსებული და ახალი საზედამხედველო ობიექტების პერიოდული ინსპექტირების და აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება:არსებული რესურსების სწორად მართვა; დასაგეგმი და განხორციელებული ინსპექტირებების დაჯგუფება დროის, ვადების, ობიექტის სახეობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;საზედამხედველო ობიექტებზე საჭირო ინფორმაციის, აკრედიტირებული მომსახურე კომპანიების მიერ გაცემული სერტიფიკატების კონტროლი; აკრედიტირებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საბუთების კორექტულობის დროულად შემოწმება/გადამოწმება; უფრო გამჭვირვალე კონტროლი დამკვეთის რესურსების და ჩატარებული სამუშაოების სისწორის;


აკრედიტებული კერძო ინსპექტირების ორგანოები

2016 წელს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირდა სამი აკრედიტებული კერძო ინსპექტირების ორგანო, რომელთაც უნდა უზრუნველყონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ რიგ ობიექტებზე (ძირითადად, ინდუსტრიულ ობიექტებზე).აღნიშნული კერძო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების საქმიანობის სფეროებია: მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი, საბაგირო გზა, ატრაქციონი, საქვაბე დანადგარი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო საკომპრესორო სადგური, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) ავტომობილების გასამართი სადგური, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი.


სააგენტოს საკანონმდებლო საქმიანობა

სააგენტოს მიერ მომზადდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტი, განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები და შესაბამისი სანქციები, ევროკაშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში - ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე მომზადდა და მიღებულ იქნა შემდეგი ნორმატიული აქტები:

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N91 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე". აღნიშნული ცვლილებით მარტივდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე I და II კლასის მახასიათებლების შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ან მშენებლობის ნებართვა გაცემის პროცედურები. კერძოდ, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც გააჩნიათ I და II კლასის შენობა-ნაგებობების მახასიათებლები, მშენებლობის წარმოება განხორციელდეს ან მშენებლობის ნებართვა გაიცეს მითითებული კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ან მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესით.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის N176 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული ცვლილების შედეგად ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ხაზობრივი ნაგებობის ან/და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ობიექტების, ელექტროსადგურის ან/და ქვესადგურის მშენებლობის შემთხვევაში თუ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილი იქნება სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატები, UTM კოორდინატთა სისტემაში და ფაილების ელექტრონული ვერსიები (*.shp) ფორმატში, შესაძლებელია გაიცეს პირობადებული ნებართვა.

ასევე, ობიექტების შემთხვევაში, რომელთა მშენებლობაც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით საექსპერტო შეფასება შეიძლება მომზადდეს შერჩეული კომპანიის სამშენებლო საქმიანობის ექსპერტის/კონსულტანტის მიერ.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის N474 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული ცვლილების შედეგად: მოძრავი გაზგასამართი სადგურის კლასი განისაზღვრება სადგურზე დაგეგმილი მშენებარე ობიექტების კლასის მიხედვით. გათვალისწინებული იქნება მეწარმის ინტერესი და თავიდან იქნება აცილებული მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო რთული პროცედურები; მცირე წარმადობის გაზსადენსა და მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელ სადგურს მათ შეეცვლებათ კლასი, რადგან არ ხასიათდებიან მაღალი რისკის ფაქტორებით; ჰაერის დაყოფის პროდუქტების მომხმარებელი საწარმოები V კლასის ობიექტებს აღარ მიეკუთვნებიან, რადგან მათში არ მიმდინარეობს საშიში საწარმოო პროცესები.

სააგენტოში დანერგილი ნებართვის გაცემისა და ინტერაქციის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის მომზადდა და მიღებულ იქნა შემდეგი ნორმატიული აქტები:

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 ოქტომბრის N 459 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის, გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის N1-1/648 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის N1–1/1862 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.



მშენებლობის ნებართვები


2016 წელს სააგენტოს მიერ 94 განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვა გაიცა, საერთ საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 2.12 მილიარდი ლარი.
სააგენტომ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან IV კლასის 325 სამშენებლო ობიექტის ადმინისტრაციულ წარმოებაში. მშენებლობის ნებართვა გაიცა ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიცაა: ჰიდროელექტოსადგურები - ცაგერის და წყალტუბოს ტერიტორიაზე, მდ რიონზე, ტვიში ჰესი ნამახვანი ჰესი. საწარმოები - შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო ქუთაისში; რკინის, ფერადი ლითონის და სხვა სახის მშრალი ტვირთებისათვის განკუთვნილი სასაწყობე შენობები ფოთში. მარცვლეულის საწყობი სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ჰაერის დაყოფის პროდუქტების - ჟანგბადის მწარმოებელი საწარმო თბილისში. ნავთობგადამამუშავებელი (ბითუმის დასამზადებელი) საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნავთობპროდუქტების საცავები ბათუმში და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში ,,შავი ზღვის ტერმინალი’’-ს ტერიტორიაზე; ქალაქ თბილისში, ქიზიყის ქ.N14-ში, ნავთობპროდუქტების საცავები (ავზები ჯამ. მოც 6050 მ3). ელექტროსისტემები - აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის ,,აწჰესი“-ს რეკონსტრუქცია და „კინტრიში ჰესი“; ქარის ელექტროსადგური გორის და ქარელის ტერიტორიაზე;220 კვ. -ია ელექტროგადამცემი ხაზები სათაფლია 1-2; ხორგა 1-2 და აჯამეთი -3 ; 500კვ. -ია ელექტროგადამცემი ხაზი ,,ქსანი-სტეფანწმინდა“ (მეორე მონაკვეთი).








მნიშვნელოვანი ობიექტების ინვესტიციების საშუალო წლიური განაწილება

ბოლო სამი წლის მონაცემებით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის ინვესტიციების საერთო რაოდენობა  შეადგენს 4.8  მიალიარდ ლარს საშუალო წლიური  ინვესტიცია  შეადგენს 1.57 მილიარდ ლარს.


სამშენებლო ზედამხედველობა

2016 წელს ჩატარდა 111 ინსპექტირება, ექსპლუატაციაში მიღებულია 26 ობიექტი, ჯარიმების რაოდენობამ შეადგინა 47 ერთეული
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები: ჰესები:„დარიალი ჰესი“ დარიალის ხეობაში, „აწჰესი“ მდინარე აჭარისწყალზე, ჰიდროელექტროსადგური სოფელ მუცოში; საწარმო:შავი ლითონის (სილიკომანგანუმის) გადამამუშავებელი საწარმო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში; მაგისტრალური გაზსადენი და ნავთობპროდუქტები:მაგისტრალური გაზსადენის "გორი-ქარელი-ხაშურის" ახალი მონაკვეთი, ნავთობპროდუქტებისა და წყლის რეზერვუარი ქობულეთში,  ნავთობპროდუქტების რეზერვუარი ყულევში; მრავალპროფილიანი საავადმყოფოები და სამედიცინო ცენტრები:ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ასპინძა, ხარაგაული და დედოფლისწყარო; საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა:შავი ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ტალღმტეხი ნაგებობა და ქვიშის პლაჟი ანაკლიაში, ნავმისადგომის კონტეინერების დასაწყობების რკინაბეტონის მოედანი ფოთის საზღვაო ნავსადგურში;

მიმდინარეობს ზედამხედველობა:

დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები:,,ნამახვანი ჰესი“ , ,,ნენსკრა ჰესი“, ,,შუახევი ჰესი“, ,,კირნათი ჰესი“, ,,ტვიში ჰესი“
მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები:,,მტკვარი ჰესი“ ,,ხელვაჩაური ჰესი-1“ ,,ხობისწყალი ჰესი“ ,,აბულ ჰესი“ ,,არაქალი ჰესი“ , „კინტრიში ჰესი“;
საწარმოები და ქარხნები: სპირტის ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული განვითარების ზონაში, შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო რუსთავში და ზესტაფონში, წებოვანი ცემენტის ქარხანა მარტყოფში, მეტალურგიული საწარმო ზესტაფონში, ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები: ნავთობბაზა თბილისში, ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქცია  ქობულეთში, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ავზები ბათუმში, საქართველოს ავიახაზების გაერთიანების ნავთობპროდუქტების საცავი;
გუდაურის სარეკრეციო ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო ობიექტები;
რკინიგზა და საავტომობილო გზები: "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ფარგლებში, ახალქალაქის  რკინიგზის სადგურის კომპლექსი, ლითონის ხიდი ჩაქვში, სამტრედია-ბათუმის რკინიგზაზე, ხაშური- ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის თაღოვანი ღვარცოფგამტარის რეკონსტრუქცია ბორჯომში, ხაშური- ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის ახალი სახიდე გადასასვლელი;
საზღვაო ნაგებობები: APM ტერმინალის მე-7 ნავმისადგომი ფოთში, ტალღმტეხი ნაგებობა განმუხურში, ხელოვნური ტბის რეზერვუარი გუდაურში, ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზი შეკვეთილში;
მიწისქვეშა ტრანსპორტი და საჰაერო მიმოსვლა: მეტროსადგურ "უნივერსიტეტი"-ს მშენებლობა  თბილისში, რეკონსტრუქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვაკის პარკისა და კუს ტბის  ტერიტორიის დამაკავშირებელი საბაგირო გზისა და 2 სადგურის რეკონსტრუქცია თბილისში;






ტექნიკური ზედამხედველობა

2016 წელს გაიცა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების 15  ნებართვა; მოსაკრებელმა შეადგინა  600 ლარი; დაჩქარებული მომსახურების გადასახადმა შეადგინა 5300 ლარი.



ინსპექტირებული ობიექტები



ინსპექტირებული ობიექტები - ლიფტები




ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგები:

ტექნიკური ინსპექტირების შედეგად ორგანიზაციებმა გააუმჯობესეს ობიექტების მდგომარეობა ; ამისათვის, განახორციელეს 14 მილიონზე მეტი ლარის რეინვესტირება, მათ შორის: ნავთობის ბაზები; შპს „ჯორჯიან მანგანეზი“; შპს „საქნახშირი (ჯი-ა-ჯი ჯგუფი). გაუმჯობესდა ტექნიკური მდგომარეობა და უსაფრთხოება: შეიცვალა და გაუმჯობესდა ძველი და დაზიანებული მოწყობილობები;შემუშავდა ახალი ტექნოლოგიური  სქემები;დაინერგა მუშაობის ახალი მეთოდები;გარემონტდა და გამაგრდა კონსტრუქციები;შეძენილ იქნა სპეცტანსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.






ტრეინინგები, შეხვედრები და საერთაშორისო ურთიერთობები


სააგენტოს წარმომადგენლები ევროკაშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ დიდ  ბრიტანეთსა და ლიტვაში. ვიზიტის განმავლობაში მათ შეისწავლეს დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის ბაზარზე ზედამხედველობის  სისტემა;
სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს მალტის მომხმარებელთა საკითხთა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრთან;
სააგენტოს ხელმძღვანელობა დაესწრო შეხვედრებსა და სემინარს მალტაში, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის ოცწლიან გამოცდილებას ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში; ევროკავშირის  ტექნიკური  დახმარების  პროექტის  ფარგლებში ჩატარდა : ტრეინინგები, ვორქშოფები; სემინარები. გაიმართა შეხვდრები მეწარმეებთან და აკრედიტებულ კერძო ინსპექტირების ორგანოებთან - საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით; ექსპერტებთან -  შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ;  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან - სტრატეგიული პროექტების კოორდინაციასთან დაკავშირებით ;  მერიის წარმომადგენლებთან -  არქიტექტურულ საკითხებთან დაკავშირებით ;






მთელი წლის განმავლობაში მედიაში  შუქდებოდა სააგენტოს ზედამხედველობის სფეროში  შემავალი აქტუალური საკითხები. 
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 40 განცხადება.

 
სააგენტოში 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება ევროკავშირის პროექტი - „Twining“.

განხორციელდება მშენებლობის და ზედამხედველობის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო პროექტების ექსპერტიზისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას; გაგრძელდება გეოსაინფორმაციო ბაზის შევსების კუთხით სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში სივრცითი მონაცემების შესწავლა, დამუშავება და სისტემატიზირება; დასრულდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ელექტრონული უწყებრივი რეესტრის პორტალი; დასრულდება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ელექტრონულად საქმისწარმოების მოდული ნებართვების გაცემის ელექტრონულ პროგრამში.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

(+995 32) 293-27-32

tacsa@economy.ge