Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

ევროკავშირთან დაძმობილების პროექტის სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

08-11-2019

სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ სამი თვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგები ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში, სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე, პროექტის ქართული მხარის ლიდერი რატი ობოლაძე, პროექტის მუდმივი მრჩეველი ევროკავშირის მხრიდან - ენდი ბუკავსი და მისი კოლეგა ქართული მხრიდან, სააგენტოს იურისტი ნუკა მემარნიშვილი, ლიეტუვას მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნერინგა ულბაიტე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სირია პოდერი, ლალი ჩხეტია, ადა ნადარაია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნინო გრძელიშვილი და ევროკავშირის პროექტისა და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge