Loading...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ელექტრონული ნებართვები

"სამშენებელო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა გაიმართა

17-10-2018

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა შეხვედრა ცემენტის, არმატურის, ელექტროკაბელების და პლასტმასის მილების მწარმოებელ, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებთან. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა "სამშენებელო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 15 ნოემბრიდან ამოქმედდება. რეგლამენტით განისაზღვრება სამშენებლო პროდუქციის ბაზარზე განთავსების ახალი პირობები. რეგლამენტის შინაარსი მონაწილეებს გააცნო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, რამაზ ობოლაძემ. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ და ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა. მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ახალი ვალდებულებების შესახებ და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.


გამოიწერეთ სააგენტოს ახალი ამბები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქ.), IV სართული თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონები (იხილეთ სამმართველოები): სააგენტოს სამმართველოები

tacsa@economy.ge